ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა.

გილოცავთ!

ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა "დინამო არენაზე". ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო.

რაც შეეხება "ჯვაროსნებს", ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მოგებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - მერებაშვილის ნაცვლად ოქრიაშვილი, ხოლო ტრავმირებული ქვილითაიას მაგივრად კაჭ
არავა დააყენა ძირითადში. მოკლედ, ვაისს
არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური ცვლილებებისთვის არ მიუმართავს.

სავარაუდო იყო, რომ სტუმრები თავიდანვე დაცვაში ჩადგებოდნენ და კონტრშეტევებზე ააგებდნენ თამაშს. ეს ყაზახეთისგან განსხვავებული მატჩი იქნებოდა და მიუხედავად მეტოქის უკანასკნელ წლებში სუსტად ასპარეზობისა, ჩვენს ეროვნულ გუნდს ადვილი გასეირნება არ ელოდა.

მართლაც, სტუმრები თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ და მასპინძლებს მათი მასირებული დაცვის გარღვევა უჭირდათ, სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

მე-18 წუთზე ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მეტოქისგან ყაზაიშვილს მიუვიდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

საქართველოს ნაკრები ორივე ფრთიდან უტევდა, ცენტრიდანაც, თუმცა უშედეგოდ. საჯარიმოში ჩაწოდებებიც არ იყო სახიფათო, ვინაიდან მეურვეებს კაჭარავა განეიტრალებული ჰყავდათ.

პირველად კარში ჩვენმა გუნდმა 37-ე წუთზე დაარტყა, როდესაც ჩაკვეტაძის საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.

ერთი სიტყვით, ასეთი თამაშით ჩვენი გუნდი შედეგს ვერ მიაღწევდა და რაღაც იყო შესაცვლელი. თუმცა, შესვენებაზე ვაისმა არავინ შეცვალა და თამაშის სურათი არ შეცვლილა - ისევ იერიშები, ისევ ერთფეროვანი და ისევ ხიფათის გარეშე. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი შანსი გოლის გატანისა ბალტიისპირელთა მიერ შეცდობის დაშვება იყო, მაგრამ ისინი შეცდომას არ უშვებდნენ.

თანდათან ჩვენი გუნდის კომბინაციები კიდევ უფრო ქაოტური გახდა, მოწინააღმდეგემ შეტევებისათვისაც მოიცალა და 59-ე წუთზე გუტოვსკისის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო.

შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა - 65-ე წუთიდან ჩვენმა გუნდმა დაწოლა გააძლიერა: ყაზაიშვილმა შორიდან სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, მერე ოქრიაშვილს არ დაანება ვანინსმა გოლის გატანა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა მსაჯმა კაჭარავაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა. კანკავამაც ვერ უწია მიზანს.

დრო კი უმოწყალოდ გადიოდა.

და 76-ე წუთზე ჩაკვეტაძემ პენალტი აიკიდა. ის მაქსიმენკომ წააქცია, არბიტრმა თავიდან წესების დარღვევა არ დააფიქსირა, მაგრამ კარსუკანა მსაჯმა მიანიშნა და თერთმეტმეტრიანი ოქრიაშვილმა გამოიყენა.

82-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას საბალას დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ბოლოს სტუმართა იერიშებს ჩვენმა გუნდმა გაუძლო და - 1:0.

რა თქმა უნდა, უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მეტად გაახარებდა გულშემატკივარს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი შეხვედრების მოგება საქართველოს ნაკრებზე გაცილებით ძლიერ გუნდებს უჭირთ. რაც მთავარია, "ჯვაროსნებმა" ტურნირის სტარტზე 6 ქულა მოიპოვეს.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ლატვია 1:0
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77, პენ)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ოქრიაშვილი (გვილია 81), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 85), კაჭარავა

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი, ფერტოვსი, კარაშაუკსი, ისაევსი, ლუკიანოვსი (რაკელსი 81), იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი (საბალა 72)

altლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

altვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემს წინააღმდეგ არიან

altგიორგი ქვილითაია: ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი

altსაქართველო - ლატვია: whoscored-ის შეფასება - ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი 7.5-7.5, კაჭარავა 6.2


მკითხველის კომენტარები / 101 /
არავინაა ჩასაფრებული და ყველას გვიხარია გამარჯვება მაგრამ არაა საჭირო ეიფორია ვინმემ მითხრას როდის ეტყობა ჩვენს ნაკრებს გუნდურობა როცა ფეხბურთი არი გუნდური თამაში სულ ადვილია საქართველოს ნაკრების თამაშის გარჩევა გამორთეთ გამოსახულება და მოუსმინეთ წამყვანებს ძირითადად სულ ერთი და იგივე მეკარე ლორია გვყავს მაგარია დაცვაშია ბურთი და კვირკველია მაგარია ცენტრშია ბურთი და კვეკვესკირი მაგარია ეხლა ჩაკვეტაძეც დაემატა მაგარია და ბოდიში და უეფაში დებილები სხედან რატო ვართ D ჯგუფში გეყოთ აქ ფეხბურთელები არაფერ შუაშიაცშეიძლება მაგრები არ არიან ყველა მაგრამ საშუალო ევროპულ დონეზე თავისუფლად თამაშობენ უმეტესობა ხოდა გაიხსენეთ იგივე ლიტვა ისლანდია თუნდაც ხორვატია არ ვარგა სტაფი ფედერაცია ვერ მუშაობს თავის დონეზე პროფესიონალიზმის ნაკლებობაა მწვრთნელი რომელიც ცვლილებებს ალალ ბედზე აკეთებს რა უნდა თქვა სად ატყვია გუნდს მწვრთნელის ხელი ან რა შეცვალა პირველი ტაიმის შემდეგ მერე შევხვდებით ცოტა ნორმალურ გამართულ ფეხბურთს რომ თამაშობს ისეთ გუნდს და ამოგვავსებს და დაიწყება ნაცრისვთავზე დაყრა მოითხოვეთ დასვით ჟურნალისტებმა კითხვები.
კახა
10 სექტემბერი 2018 00:04
10
აუ ზოგიერთისთვის რა პრაზნიკიააDDDDD სადღაც 9 დივიზიონში ჭ კლასის გუნდებთან წვალებით 2 მატჩი მოიგო ამ ვითომ საფეხბურთო ნაკრებმა და ამათმა ხომ გადმოაფრქვიეს პატრიოტიზმი კომენტარებითDDD, ისე კარგი იყო მაგრა ვიხალისე კომენტარებით, "... გილოცავთ ძმებო ამ დიდ გამარჯვებასო..."DDDDD "...ლატვიას მოვუგეთ წინ ანდორაა!!!!" DDDDDDDD ვაი თქვენს პატრონს DDDDDDDDD
megre
10 სექტემბერი 2018 00:02
24
ასეთ თამაშებში სჭირდება გუნდს არაბიძე, სად გააქრო ვაისმა ეს კაცი
zaza
09 სექტემბერი 2018 23:10
2
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას, შემდეგი ანდორააა ბიჭებო. ასეთი თამაშით რუსეთმა მსოფლიოზე ესპანეთი გაააგდო. ჩემი აზრით ზუსტად იმ დონის სხვაობაა ჩვენსა და ლიტვას შორის როგორც ესპანეთსა და რუსეთს შორის. ჩვენ დავამარცხეთ და თან დამსახურებულად. ჩემი აზრით ჩვენ ჯგუფიდან უეჭველი საქართველო გავა და მოიგებს კიდევაც D დივიზიონს, სხვა დივიზიონებს რაც შეეხება მაკედონია, ბელორუსი კოსოვო ან ფარერები გავლენ ჯგუფიდან მაგრამ ამათაც დავამარცხებთ უეჭველი ყველას.
roma
09 სექტემბერი 2018 23:22
3
ვაისის ვერაფერი გავიგე. როცა ხედავ, რომ ფეხბურთელი ვერ თამაშობს და არ მისდის თამაში რატომ არ ცვლი ? მერაბიშვილი წინაზე და დღეს კაჭარავა. აშკარა იყო რომ დავალება იყო ჩაკიდებები საჯარიმოში და კაჭარავას უნდა მოეგო თავით. ხედავ რომ არაფერი გამოდის, რას უყურებ შეცვალე რამე . მარჯვენა ფლანგზე შეტევაში კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს.
მდააა
09 სექტემბერი 2018 23:11
2
მესმის რომ ჩაკვეტაძე კარგი ფეხბურთელია.. მან კარგად ითამაშა ორივე მატჩი... მაგრამ ვაისი არაა მაგარი ჩაკვეტაძემ მოიგოო.. ეგრე გვარდიოლამაც რა გააკეთა მესის მოუგია ყველაფერი. ვაისის გოლი გინდათ??? კიდევ ერთხელ ვამბობ ნუ გგონიათ რომ მწვრთნელი მარტო წყობას აყენებს.. სონი 2 არაა ფეხბურთი. გადახედეთ სლოვაკეთის შედეგებს ვაისის ხელში, მხოლოდ ჩვენთვის როგორ არ ვარგა არავინ.. რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ და რუსთაველის ქვეყანას ვაისმა რა უნდა გვასწავლოს.. ვაი ჩვენს პატრონს რომელიც არ გვყავს... ვიცით არ ვიცით ვაკომენტარებთ. რა გვინდა საერთოდ... აააა გამახსენდა მსოფლიო ჩემპიონობა..
A
09 სექტემბერი 2018 23:05
7
პირველი, პენალტი ჩაკვეს უნდა შეესრულებია რამოდენიმე მიზეზის გამო. ნახევარდაცვამ ჩაკვეტაზეს მხარი ვერ აუბა, ეს პირველ მატჩშიც გამოჩნდა, ამიტომ მწვრთნელმა ეს უნდა დაინახოს, ამიტომ ოქრის და ვააკოს ნაცვლად, მინიმუმ, შესვენების შემდეგ უნდა შემოეყვანა 100 პროცენტით მზადმყოფი კიტეიშვილი და არაბიძე, უკეტესი შეტევა, ჩვენ დღეს არა გვყავს, მაგას დაამატეთ საბა ლობჟანიძე და დამთავრდა. ესენი თამაშში მინიმუმ3 გოლს გაიტანენ. თან არაბა და ჩჰაკვე შეთამაშებული არიან 20 წლიანებიდან, რა თამაში ითამაშა მაშინ არაბამ და მაგან ჩჰეხეთთან. ოქრი სულ მიწაზე იყო, ვაკოს გოლი ვერ გააქ, დამოცვალე ბოლობოლო. ეს არაპროფესიონალიზმია. აქ ჩამორჩენილი მენტალიტეტის მქონე სხანიაკია, ვაისას რა ენაღვლება. დაბალი დონეა, ასე ვთქვათ ბნელა. იმედია რაღაცას შეცვლი საოქტომბროდ.
ლევანი
10 სექტემბერი 2018 08:58
3
მე უფრო შემეფერება რომის პაპობა, ვიდრე ვაისს - ტრენერობა.
Cotne
09 სექტემბერი 2018 23:26
9
არავის არაფერი უჩუქებია პენალტი იყო წესების შესაბამისად მაგრამ მსგავს სიტუაციებში მსაჯები უმეტესად თვალს ხუჭავენ და ატარებენ ეგ სხვა საკითხია
nnn
09 სექტემბერი 2018 23:02
1
აბა ფეხბურთის გურმანებო და ნაკრების მადიდებლებო კიდევ ვერ ხვდებით ანდორის დონეზე რომ ვართ დაშვებულები? თუ ვინმეს უნდა მოეგო ეს თამაში მწარეა სიმართლე მარა ალბათ თქვენც აღიარებთ რომ არა საქართველოს
gia
09 სექტემბერი 2018 22:12
58
მშვიდობა გაქვთ ბატონო გია?
gurami
09 სექტემბერი 2018 22:19
3
დონეს შენ უჩივი მგონი
Irakli
09 სექტემბერი 2018 23:16
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული