ანდორას ნაკრების მწვრთნელი: ყაზახეთი საქართველოზე ძლიერია

AutoSharing Option
ანდორას ნაკრებმა ერთა ლიგის სტარტზე ლატვიასთან და ყაზახეთთან სენსაციურ ფრეს მიაღწია და რა გასაკვირია მისი მწვრთნელის, კოლდო ალვარესის სიხარული.

"ყაზახეთი ლატვიაზე უკეთესი გუნდია, ჩემი აზრით, ყაზახეთი საქართველოზე უფრო ძლიერიცაა, ასტანაში ჩატარებულმა მატჩის შედეგმა შეიძლება ზოგიერთი შეცდომაში შეიყვანოს. ხვალ მაგრად უნდა ვითამაშოთ, რათა ნამდვილ ნაკრებად ვიწოდებოდეთ, შემდეგ კი იგივე უნდა გავაკეთოთ საქართველოსთან", - განაცხადა ალვარესმა ყაზახეთთან შეხვედრის წინ.

ყაზახეთთან ნამატჩევს კი მან აღნიშნა, რომ მოგებაზე არც უფიქრიათ, დამსახურებულად მოპოვებულმა ქულამ გაახარა, მათმა დაცვამ ივარგა და მეტოქის ფეხბურთელის გაძევებამ გაუიოლათ საქმე.

მისი
თქმით, უკვე კარგი გუნდი ჰყავთ და კიდევ შეუძლიათ ქულების მოპოვება.

საქართველოს ნაკრები ანდორას 13 ოქტომბერს თბილისში "დინამო არენაზე" უმასპინძლებს და ვნახავთ, მართლა შეუძლიათ თუ არა ანდორელებს კიდევ ქულების მოპოვება.

altსაქართველო-ანდორას მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

alt ყაზახური პრესა: ანდორა-ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?

altთბილისში გამომგზავრებამდე ლატვიამ სახლში ანდორას ვერ სძლია

მკითხველის კომენტარები / 39 /
რატომ დასცინით,რა მოგივიდათ,თქვენ რომ იყოთ ასე ავად ტვინით, კარგი იქნებოდაა? მეტი არ იცის და იმიტომაცაა ანდორას მწვრთნელი, აბა ტოპ-ნაკრებთა არცერთ მწვრთნელს არ უკადრია ჩვენზე "სუსტია"ო რომ ეთქვა,მაშინაც კი როცა ამაზე ბევრად სუსტად გამოვიყურებოდით, რადგან იმ ხალხს განათლებაც აქვთ საკმარისი და დელიკატურობაც.
gela
23 სექტემბერი 2018 13:36
0
ვაი, ძმებო, ამათი საღადაო როგორ უნდა გავხდეთ..... ესენი ყველაზე დაბალ ღობედ გვთვლიან, არადა ბიჭები შეუსრულებენ შესასრულებელს.... ესპანეთს, ხორვატიას და 90-იანებში ბულდარეთს შევუსრულეთ შესასრუ;ებელი და ესენი ამჟამად ფსიქოლოგიურად მოქმედებენ..... ყოფილი ფეხბურთელი ვარ კომუნისტების დროის და დარწმუნებული ვარ ჩვენს ბიჭებში...
elgvisa
19 სექტემბერი 2018 09:41
1
რა უნდა ამ ბელთაყვას?
zaza
18 სექტემბერი 2018 14:05
0
ჩვენთან თამაშამდე იტყვის რომ საქართველო დივიზიონში ყველაზე ძლიერიაო.
ზვიადი
14 სექტემბერი 2018 08:28
0
ამას უყურე რამხელა ამბიციები გასჩენიათ, არა უშავს აქ დიდი ანგარიშით წააგებთ და კუთვნილ ადგილს დაიკავებთ
ალეკო
13 სექტემბერი 2018 17:29
0
არა მგონია,რომ სინამდვილეში ასე ფიქრობდეს.მატჩის წინა დღით ჟურნალისტებთან თავი დაიზღვია.სხვაგვარად რომ ეთქვა ყაზახეთის ნაკრებზე მოგებას მოსთხოვდნენ.
გიოშა
13 სექტემბერი 2018 16:10
0
რატომ მბლოკავთ? ორი დღეა კომენტარებს ვაკეთებ სადაც არანაირი უხეშობა არ არის და არ აქვეყნებთ. იმედი მაქვს თქვენს საიტზე სიტყვის თავისუფლება პრიორიტეტია
gg
13 სექტემბერი 2018 14:21
1
ეტყობა ეს კაცი რომ ხედავს ვაისის შეცვლებს და გოლის გატანის მერე დაცვაში ჩაჯდომას ის ალაპარაკებს, თორემ განა არ იცის რისი მაქნისები არიან ანდორელები.
რაი?
13 სექტემბერი 2018 14:03
1
ბიჭებო ერთი 5 ბურთი ამათ კარში და ერთი ამის თავზე სახე და გონება რომ დაეწმინდოს. ეს დარწმუნებული ვარ ჯგუფიდან გასვლაზე ოცნებობს უკვე
gg
13 სექტემბერი 2018 13:12
0
ანდორის ნაკრები უნდა დავამარცხოთ,მნიშვნელობა არა აქვს რა ანგარიშით.ჩვენ ბრაზილიელები და ესპანელები არ ვართ,რომ აუცილებლად დიდი ანგარიშით მოგებაზე ვიფიქროთ.საშუალოზე დაბალი კლასის ლატვიის ნაკრებმა გაგვიშიფრა თამაშის სტილი და მხოლოდ მინიმალური ანგარიშით მოვუგეთ,ისიც პენალტით.
გიოშა
13 სექტემბერი 2018 12:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული