ანდორელთა თავკაცი: საქართველოსთან მოგებაზე ვიქნებით ორიენტირებული

AutoSharing Option
ანდორის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

" ვლადიმირ ვაისი ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელია და საინტერესო ტაქტიკებს იყენებს.

საქართველო ჯგუფში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და შეუძლია ეს მატჩი მოიგოს. თუმცა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს.

საქართველოს ნაკრები კარგად დაკომპლექტებულია და თამაშობენ ძლიერი მოთამაშეები. მათ ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაში კარგად ერთვებიან: ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი და ა.შ.

შევეცდებით ჩვენმა ნაკრების დაცვამ კარგად ითამაშოს და არ დავუშვათ შეცდომები, აგრეთვე გვსურს კარგი ბურთის ფლობა
გვქონდეს.

საქართველოსთან ორიენტირებული ვიქნებით მოგებაზე და იმედია, ჩვენი გუნდი საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს. "

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს "დინამო არენაზე" საქართველოსა და ანდორას ნაკრებებს შორის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

altვლადიმირ ვაისი: ანდორა საქართველოში სასეირნოდ არ ჩამოსულა, ამიტომ...

altოთარ კიტეიშვილი: საქმე ბოლომდე არის მისაყვანი



მკითხველის კომენტარები / 12 /
თან ბურთის კარგი ფლობა უნდა, თან დაცვაში უშეცდომო თამაში და ამ ყველაფერთან ერთად მოგებაც. მგონი ამას თავი ანდორის კი არა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ჰგონია. მოკლედ რომ ვთქვათ რამდენიმე კილომეტრით არის აცდენილი რეალობას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით :)
უნივერსალი
13:24 13-10-2018
0
რას ეღირსა ეს უდღეური ვაისი მე-3 თამაშის მოგებას აპირებს
lasha
12:45 13-10-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ერთა ლიგა
#
გუნდი
3
ლატვია
6
0
4
2
-4
4
4
ანდორა
6
0
4
2
-7
4