ყაზახი ჟურნალისტი: ახლა დაგვცინიან - 3-4 წელიწადში კი საქართველო ჩვენთვის ჯუჯა იქნება

AutoSharing Option
ყაზახური სპორტული საიტის Sports.kz-ს კორესპონდენტს ჰალიმჟან ერჟანოვს ეტყობა, ვერ მოუნელებია ერთა ლიგაზე მათი ქვეყნის ნაკრების წარუმატებლობა და მკითხველს არწმუნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაჩაგრავენ. თანაც, ძალიან. გთავაზობთ ამონარიდს.

"ავიღოთ იგივე საქართველო, რომლის ჩემპიონატში ცოტა ლეგიონერია. უპირველეს ყოვლისა, საქართველოში ფეხბურთელებს მაღალი ხელფასი არა აქვთ, ამიტომ იქ უცხოელები არ მიდიან. თუმცა, ადგილობრივებში გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ტალანტები, როგორიც გიორგი ჩაკვეტაძეა - პატარა ბიჭმა ორი გოლი გაგვიტანა.

ე.ი. მათი მოთამაშეები საზღვარგარეთული კლუბებისკენ მიილტვიან, რათა დიდი გასამრჯელო აიღონ. ჩვენები კი საზღვარგარეთ რატომ უნდა
წავიდნენ?! ჩვენთან ლეგიონერები კარგ ანაზღაურებას იღებენ, მათთან ერთად კი ჩვენებურები თამაშობენ და ისინიც კარგ ფულს იღებენ. მათ საზღვარგარეთ წასასვლელად სტიმული არა აქვთ.

ვთვლი, რომ ლეგიონერებზე ოპტიმალური ვარიანტი 5 უცხოელია, ეს ნორმალურია. ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რათა მათ გვერდით ყაზახი ფეხბურთელები გაიზარდონ.

ჩემის აზრით, 3-4 წელიწადში ეს შედეგს გამოიღებს, თუ 10-გუნდიან ჩემპიონატს ჩავატარებთ და პირველ ლიგას გავზრდით.

იმავე საქართველოსთან და სომხეთთან შედარებით ყაზახეთი გაცილებით მდიდარია და ჩვენ გვჭირდება საქმისადმი სამეურნეო მიდგომა, რის შემდეგაც ეს ქვეყნები ჩვენთან შედარებით ჯუჯები გახდებიან. კლუბების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სასურველ დონეზე უნდა იყოს. ბოდიშით, მაგრამ რამდენი ხანია ევროპულ ფეხბურთში ვართ და შედეგი პრაქტიკულად არ არის. თვით სტანმირ სტოილოვი ამბობს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა და მოედნები დაბალი დონისაა.

ქართველები დაგვცინიან, ამბობენ, რომ ჩვენი ფეხბურთელები არაკვალიფიციურები არიან".

მკითხველის კომენტარები / 31 /
თუ ადრეულ ქართულ და ყაზახურ ფეხბურთის ისტორიას არ იცნობს, თავისი სიტყვები როგორღა დაავიწყდა ამ საწყალს? პატარა ბიჭმა ორი გოლი რომ გაგიტანათ, რანაირად გახდება თქვენთვის ჯუჯა? იგ პატარა ბიჭი 3-4 წელში უკვე მეგა ვარსკვლავი იქნება და 2 ბურთს აღარ გაკმარებთ მერე)) ანაც თქვენთან რაღა გვექნება საერთო, ჩვენ წინ მივდივართ დიდი იმედით. გაუმარჯოს საქართველოს!!!!
Geo_Dinamo
23 ნოემბერი 2018 03:51
1
ჩვენი ფეხბურთელები ევროპულ გუნდებში არ მიდიანო- მაგათაც ბარსელონაში პატიჟობენ და ეგენი უარს ეუბნებიან
ალეკო
23 ნოემბერი 2018 02:04
1
მაგრამ გარეკა თყ არა ამას ვნახავთ
ყაზახების ნახწვარდაცვას მიაქცია ვინმემ ყურადღება
მწ ნამდვილად მივადევნე თვალი ჩვემს გარდა კიდე ეამდენიმე მათ თამაშს
სწორი აზროვნება დამახასიათებწლი იყო მთელი ჯგუფური ეტაპი გასაგებია არც ინიესტები ყავთ და არც მოდრიჩები და ცოდავდა ყველა მავრამ ნახევარდაცვაში ეს გუნდი საინტერესოა ჩვენ მაგათ ნახევარდაცვას ვერაფერი მოვუხერხეთ ეს იოლად შეგვიძლია დავასკვნად ორივე მატჩს თუ ისევ ვნახავთ
წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ჯუჯები ვიყით არარი პრობლემა ეგენი 3_4 წლის მერე ფინალში შეგვხვდნენ მსოფლიო თასზე და ჩვენ აუტსაიდერის რანგში მოვუგოთ არარი პრობლემა ასეთი ჯუჯები თუ ვინქბეით
მიერეკაბა
23 ნოემბერი 2018 01:47
12
ნახევარდაცვა მართლა სწორ ფეხბურთს თამაშობდა. მე არ მესმის რატომ არ უნდა გამოვარჩიოთ სწორი აზრი ისევ საქართველოს ქომაგებს შორის? ეს არ ნიშნავს იმას რომ ყაზახეთი გვჯობდა. არაააა.
haha
23 ნოემბერი 2018 10:34
0
ჩვენს შორის სხვაობა ის არის მეგობარო რომ ყაზახეთში არც მესხი გყოლიათ არც დარასელია ყიფიანი, არც არველაძე ქინქლაძე, არც ჩაკვეტაძე და არც გეყოლებათ, აქ კი კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი. მთავარია არ მოვდუნდეთ
Grisha
23 ნოემბერი 2018 01:32
2
ჩაკვეტაძე,არაბიძე,ოქრიაშვილი,ანანიძე,ჭანტურია,ყაზაიშვილი,მჭედლიძე,ქვილითაია,კვირკველია,ხოჭოლავა,კაკაბაძე :))) ეს ძაან პატარა სიაა... ალბათ ქილერის დაქირავებას და ამათ მოკვლას აპირებენ)))) თორე ვერ ვხვდები 3-4 წელიწადში სეიდახმეტი რაღაცახმეტი და ვიღაცახმეტი როგორ იქნებიან ჩვენთვის გოლიათები))
Tbiliseli
23 ნოემბერი 2018 01:17
2
უახლოესი 15 წელიწადი მაგის იმედი არგქონდეთ ჩაკვე ჯერ 19 ისაა :დდ
ქომაგი კა
22 ნოემბერი 2018 23:48
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული