ფიფას ახალი რეიტინგი - საქართველოს ნაკრები უკუსვლას აგრძელებს

AutoSharing Option
დღეს, 4 აპრილს ფიფამ ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა განახლებულ რეიტინგში 3 ადგილით უკან დაიწია და 1256 ქულით 94-ე ადგილზეა. ხოლო მანამდე, თებერვალში 2 პოზიციით დაიხია უკან.

ბოლოს, 7 თებერვალს გამოქვეყნებული რეიტინგის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ორი მატჩი გამართა - თბილისში შვეიცარიასთან 0:2, დუბლინში კი ირლანდიასთან 0:1 დავმარცხდით.

საქართველოს ნაკრების უკუსვლა ბენინის ნაკრების წარმატებულმა თამაშმა გამოიწვია, რომელმაც მარტში ტოგოს ნაკრებს სძლია და აფრიკის ერთა თასის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ამის შედეგად ბენინის ნაკრებმა სამი პოზიციით წინ გადაინაცვლა და
91-ე ადგილზე აღზევდა.

რეიტინგს კვლავ ბელგიის ნაკრები ლიდერობს, მეორე საფრანგეთია, მესამე პოზიციას კი ბრაზილია იკავებს.

რაც შეეხება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენს მეტოქეებს -
შვეიცარია მე-8-ეა, დანია მე-10, ირლანდია 29-ე, ხოლო გიბრალტარი - 195-ე.

ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი ნაკრების მეტოქე, ბელორუსის ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში 81-ე ადგილს იკავებს.

Sportall.Ge

altსაქართველოს ნაკრები მოუმზადებელი იყო - რა გვაკლდა და რა პრობლემები იყო კახა ცხადაძის აზრით

altუეფამ საქართველოსთან მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო შესაძლოა ირლანდია დასაჯოს [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი თვლის, რომ ირლანდიასთან გაშვებული გოლი გიორგი ლორიას ბრალია - მართლა ასეა? [VIDEO]

alt ირლანდიის გამარჯვება ლოგიკური იყო - რას გვეუბნება სტატისტიკა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეგ არაფარი - სახლში მოვუგებთ გიბრალტარს, გასვლაზე ფრეს ვეთამაშებით და ავღზევდევით ისევ. -აბა ვლადიმირ ვაისს და ლევან კობიაშვილს მეტის თავი არა აქვთ!!!
ძალათ მაცხონე
13:57 04-04-2019
6
ეს ნაკრები მეორე ასეულში უნდა იყოს.ეს ხომ გუნდი არ არის.ეს არის ფეხბურთელების კრებული რომლებმაც არც თამაში იციან და არც ის აქ რისთვის ჩამოდიან.იმ ორი საშინელი თამაშის შემდეგ ჩანს რომ ვაისსა და მათ შორის სრული გაუგებრობაა.ხალხი კიდევ ხმას არ იღებს და ერთი წელი უნდა ელოდოს ბელორუსიასთან თამაშს.იმასაც კიდევ ან მოუგებთ და ან არა.
niko
16:01 04-04-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული