საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ნოემბერს, ევროშესარჩევი ციკლის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთათვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, სტუმართათვის კი სატურნირო თვალსაზრისით არანაირი, ამდენად ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალნი იყვნენ და საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიამ თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტია და ლორიამ ორჯერ მოიგერია ბურთი. მე-18 წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას წაქცეულმა ქვილითაიამ ბურთი ძელს გაარტყა. ამას პეტკოვიჩის შეგირდების შეტევა მოჰყვა და ლორიამ პირისპირ გასულ აიეტს არ დაანება გოლის გატანა, 39-ეზე ელვედის თავური ცარიელი კარიდან კიტეიშვილმა გამოიტანა და პირველი ტაიმი
0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შვეიცარიამ კვლავ დაიწყო ჩვენს კარზე იერიშების მიტანა და როდრიგესის შორიდან დარტყმული ლორიამ მოიგერია, ხოლო საპასუხო შეტევებისას შენგელიამ სამჯერ ვერ უწია მიზანს. უნდა ითქვას, ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად მოქმედებდა და მეტოქე მომენტებს იშვიათად ქმნიდა.

მერე ყაზაიშვილმა ააცილა ბურთი კარს, კიტეიშვილის დარტყმული ბურთი ზომერმა მოიგერია - ვერ გაიტან გაგიტანენო და იტენმა ანგარიში თავურით გახსნა. არადა, ჩვენი გუნდი პირველ ტაიმთან შედარებით უკეთ თამაშობდა.

88-ე წუთზე ყაზაიშვილი ორ მცველს გასცდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და წავაგეთ.

სენტ გალენი. "კიბუნ-პარკი". 16 400 მაყურებელი
შვეიცარია - საქართველო 1:0
გოლი: იტენი (77)
შვეიცარია: ზომერი, ლიხტშტაინერი, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი, ფერნანდესი (სოუ 84), ზაკარია, ჯაკა, სტეფენი, ვარგასი (ფასნახტი 77), აიეტი (იტენი 71)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (პაპუნაშვილი 84), დავითაშვილი (გვილია 84), ყაზაიშვილი, შენგელია, ქვილითაია (ლობჯანიძე 82)

მკითხველის კომენტარები / 60 /
როგორი სანუგეშოა რო მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით :D :D
მიხო
16 ნოემბერი 2019 01:51
6
მომეწონა ზურიკო.ჯერ 18 წლის არის და რამდენჯერმე საკუთარი მოედნიდან დრიბლინგით გამოიტანა ბურთი,რომლის გაგრძელებას ერთხელ ქვილითაიას მაგარი მომენტი მოყვა.კონტრშეტევებში ძალიან საჭიროა.ანანიძეს ბევრად ჯობია.იყო მომენტები როცა შენგელიას,კიტეიშვილს და ვაკოს კარებში დარტყმის მაგიერ პასი უნდა გაეკეთებინათ.მაგრამ თავის გამოჩენა ისე უნდათ რომ ყველაფერი ავიწყდებათ.გული მწყდება რომ კაკაბაძე ტოპ ფეხბურთელი ვერ გახდა.ცოტა იღბალი რომ გვქონოდა გუშინ მოგებაც შეიძლებოდა.ამ შემადგენლობას ჩაკვეტაძეც რომ დაემატება ბელარუსს დავანგრევთ.ბოლო თამაშებში ვაისის ტაქტიკა მონწონს.
ამაშია საქმე
16 ნოემბერი 2019 15:01
3
cocxali tvit ar atamacheben im xalxs visac cheuzlia tamachi caikvanos, tu chakvetaze, zarandia, xaraichvili, budu zivzivaze , davitachvili, kvaracxelia ar ikneba belaruss ise ver mougebt,da kosovosac, chven nakrebs unda kargi dakomplekteba kvela rgolchi gvkavs kargi pegburtelebi, magram vaisis eksperimentebis gulistvis ver vigebt, zivzivaze da xaraichvili chakve aucileblad chirdeba nakrebs.
KUTAISELI
16 ნოემბერი 2019 13:23
3
ბადრი და ბადრისთანა ვაიგულშემატკივრებო! როგორ ყველგან რუსეთი გელანდებათ თქვე უბედურებო! რუსეთი რა ოხერი და ოკუპანტია ეგ ყველამ იცის,მაგრამ არამგონია პენსიონერების მლს ჩემპიონატი იყოს უფრო დიდი დონის
დუდუ
16 ნოემბერი 2019 08:44
5
სანამ უნდა იყოს ქართველი რუსეთი მოტრფიალე,,ყველა ქართველის მტერია რუსეთი,ამერიკა კი მეგობარი,,ესეთი უდიერი საუბარი ამერიკის ნებისმიერ სექტორზე დაუშვებელია,,რაც შეეხება იმას რომ ვაისი არ იძახებს საუკეთესო ფეხბურთელს ზარანდიას ეს თვითონ ახსნას თუ რატომ,ვინც რუსეთზე იტყვის თუნდაც საქებარს ნებისმიერი ფორმით ის საქართველოს მტერია,ვისთვის გაწირეს თავი ჩვენმა გმირებმა კლავიატურის ლომებისთვის?
,,,
16 ნოემბერი 2019 15:55
4
ეს სომხები როგორ ყველგან არიან და თანაც ნაცები,ემირიან,პოღოსიან და ასე შემდეგ
არარატი
16 ნოემბერი 2019 05:51
18
ლორია კაშია არიან პანიკიორები არაფრისგან მიიღეს გოლი საკუთარ კარში როცა ყველა შენი გამოხედვა ყველა შენი მოძრაობა მოქმედება თესავს პანიკას მოედანზე რა გინდა თუ გიკანკალებს მუხლი ფსიქიკურად მოშლილი ხარ დაელაპარაკე მწვრთნელს მეგობრებს უშეცდომო არავინაა მაგრამ იმის გამო რომ არ შეცდე პანიკაში ვარდები და უარესი სხვებსაც გადადებ ამის უმთავრესი მიზეზი გუნდში არარი ერთიანი სულისკვეთება რა გგონიათ რატო მიმართავდნენ ბრძოლის წინ სარდლები მეომრებს რომ მოეყვანათ საბრძოლო განწყობაზე თავიდან ამოეგდოთ შიშზე ფიქრი უშიშარი არ არსებობს მაგრამ როცა იცი რომ შენ გვერდში მდგომი მზადაა შენსგამო თავი გაწიროს შენი სულისკვეთება მაღლდება გეუფლება შემართება და ნზად ხარ ასეულებს დაუდგე წინ არაა გუნდში ერთიანობა არც არასდროს ყოფილა ამ მარიაჟულ რაღაც არაჯანსაღი ფსიქოლოგია რომ ზემოდან უყურო შენიანს ღუპავდა ყოველთვის ქართველებს ვითომძველბიჭურ არ ვიცი რა დავარქვა უაზრო მენტალიტეტი რასაც მივყავართ ბოლოს იქამდე რომ ოღონდ მე არ დამბრალდეს და თუ წავაგებთ მაგისც ერთიო ამას სერიოზულად უნდა აღმოფხვრა საზოგადოებას ძვალსადარბილში აქვს უკვე განჯდარი და ვართ ასე სხვის იმედზე რომ ფეხბურთში გამოგვიჩნდება ახალი ყიფიანი და მოგვაგებინებს ყველაფერს პოლიტიკაში გამოჩნდება ახალი აღმაშენებელი და ჯოხის ერთი დაქნევით გაეერთიანებს ქვეყანას გამოფხიზლება უნდა საზიგადოებას ხშირად ანას რელიგიური პირები ახერხებდნენ ხოლო ეხლა იქაც განუკითხაობაა და ერთმანეთი დაჭმას უნდებიან ყველას ყველა ფეხებზე კიდია ოღონდ მას არ შეეხონ და ქვა ქვაზეც ნუ დარჩება
კახა
16 ნოემბერი 2019 02:05
15
ლორია რა შუაში იყო საერთოდ გოლისდროს , ის ბურთი უნდა აეღო ? :), კიარად ძაან მაგრა ითამაშა წვიმიან ამიმდში სველი ბურთი ძნელი ასაღებია
Emiri
16 ნოემბერი 2019 02:45
0
რევაზოვიღ რამ გაგაოცათ? წინასწარ, ნელ-ნელა ექნებოდა აქკინძული...
1
16 ნოემბერი 2019 03:11
2
ყველა გამოხმაურება
ჩვენი ნაკრებები ვიღაცამ დაწყევლა
იდალგო
16 ნოემბერი 2019 01:56
7
მე კი მგონია რომ ჩვენს ნაკრებს ძალიან გაუჭირდება პრინციპული თამაშის მოგება თუნდაც იგივე ბელარუსთან რომ არაფერი ვთქვათ კოსოვოსთან,გუშინდელი არაფრისმომცემი თამაშით დასკვნებს ნუ გამოიტანთ,შვეიცარიას ჭირდებოდა მოგება და მოიგო,ჩვენ კი ვითომ პროგრესი გვაქვს, ერთა ლიგის ჭ ჯუფის პლეიოფში გავედით,მაგრამ ამ შესარჩევ ციკლში მაინც გიბრარტარის გარდა ვერავის მოვუგეთ,ისე ღირსეულად მოლდოვამაც წააგო საფრანგეთთან 1-2 და მერე რა.......
tubi
16 ნოემბერი 2019 17:16
0
თამაში არ მინახია, მარა ქვილითაიაზე პენალი ჩანს, ძელს სანამ მოარტყამდა. თუ მე მეჩვენება?
SL
16 ნოემბერი 2019 09:52
2
პანიკა დაცვაში.უუნარობა შეტევაში.ბავშვური შეცდომები.ბურთის უაზრო მოშორება.კარში უაზრო დარტყმები და მოლოდინი რომ აუცილებლად გაგიტანენ.შეტევისას უბრალოდ არ იციან რა გააკეთონ.მთელი თამაში ერთი კომბინაცია ვერ გაითამაშეს,ვარჯიშებზე რას აკეთებენ???ვერ გავიგე ვერაფერი,გჯერათ რომ ეს გუნდი იმსახურებს ევროს?ვითომ ჩაკვეტაძე მოაგვარებს ამდენ პრობლემაა?ან გვეყოლება ჩაკვეტაძე მარტში?ეს თამაში საშინელება იყო,იმედია მეტოქე ოყო ძალიან ძლიერი,მარა ნახევარი გუნდი იყო ისიც.
gocha
16 ნოემბერი 2019 07:32
18
დაანებე ასეთ კომენტარების წერას, აზრი არ აქვს.
ეს ხალხი კმაყოფილია. კარგად ვითამაშეთ და მინიმალურად წავაგეთ. საკმარისია ამათ ბედნიერებისთვის.
ასე რომ სანამ ვინმეს ფუნიდან ამოყვანას დაუპირებ, უნდა დაფიქრდე, იქნებ მოწონს ამას იქ ყოფნა :)
ასე რომ დაანებე თავი. რაც არიან ის მწვრთნელი და ნაკრები ყავთ. მოწონთ და რას ერჩი
max
16 ნოემბერი 2019 13:43
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული