სომხეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში 14 ნოემბერს, ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 27 ფეხბურთელი მონაწილეობდა. უკვე ცნობილია, რომ სომხეთთან შეხვედრას, ყვითელი ბარათების გამო მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია გამოტოვებენ. ამასთანავე ქართველ თავდამსხმელს მცირე ტრავმაც აწუხებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები:
გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე,
ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

საქართველო - სომხეთის შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. მატჩი 15 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
საერთოდ ეს რა ან რისი ნაკრებია?!... ბალეტის?!
სოლომონი
00:34 16-11-2020
0
dges chvenma nakrebma unda moigos , kacharava kargi porvardia , scori pozicia unda cheurchios mcvrtnelma, makedoniastan cavaget imito ro plangebidan ver vacvdidit, chveni koziri plangebi ikneba dges, standartulebi, bevri chacodeba sajarimochi da makedoniastan marcxis davickeba, valdebulic vart somxebs mougot, gaixsenet bagramiab=nis batalioni da isic rogor gauxardat chveni pinalchi cageba, meti motivacia da brzola moedanze bolomde.
KUTAISELI
14:34 15-11-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული