იური ბატურენკო 2005 წლიდან ცნობილი რუსი მწვრთნელის, იური სიომინის თანაშემწე იყო და სადაც მუშაობდა, ყველგან თან მიჰყავდა, ახლა კი "როტორში" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.
თუმცა ბატურენკო გუნდს ოფიციალურად ვერ უხელმძღვანელებს, ვინაიდან PRO-ლიცენზია არ გააჩნია. ამის თაობაზე Sport24-თან კომენტარი ვოლგოგრადული კლუბის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი რეკეჩინსკიმ გააკეთა:
"ბატურენკოს შტაბში ლიცენზიის მქონე მწვრთნელები არიან. ხაცკევიჩის გადაყენების შემდეგ "როტორს" ლიცენზირების დოკუმენტების წარსადგენად ერთი თვე აქვს.
უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ, თუ ვინ გახდება თანაშემწეებიდან დე იურე მწვრთნელი, ხოლო დე ფაქტო ბატურენკო იქნება".
"როტორში" სანაკრებო პაუზისას დარჩენილ ფეხბურთელებს
ბატურენკო დღეში ორჯერად ვარჯიშებს უტარებს.
შეგახსენებთ, "როტორში" საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა ყიფიანი და გიორგი არაბიძე თამაშობენ.