სანიოლი: ჩემი ფეხბურთელებისგან ესპანეთთან სხვა მენტალიტეტს მოველი

AutoSharing Option
ესპანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ნებისმიერი ფეხბურთელი მუდამ მზადაა ისეთი მატჩისთვის, როგორიც ესპანეთთან თამაშია. ვიცით, მათ ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავთ, მაგრამ პირველი შეხვედრა თანაბარი იყო და ფრეს ვიმსახურებდით.

შევეცდებით ჩვენი იარაღითა და თვითდაჯერებულობით ვიბრძოლოთ. ეს სრულიად სხვა მატჩია, სხვა გუნდთან. ბევრი ტრავმირებული გვყავს, თუმცა, ვინც მოედანზე გავა, შეეცდება ყველაფერი შესაძლებელი გააკეთოს.

კოსოვოსთან ბევრი რამ არასწორად გავაკეთეთ - არა მხოლოდ დაცვაში. ნამატჩევს ყველაფერზე ვისაუბრეთ, რაა გასაუმჯობესებელი და იმედი გვაქვს, რომ ასე
იქნება ყველა ასპექტში. თუმცა, ძირითად ყურადღებას ბევრ თვისებებზე ვამახვილებთ, რომლებიც გაგვაჩნია. პირველი, რასაც ჩემი ფეხბურთელებისგან მოველი, სხვა მენტალიტეტია, ვიდრე გასულ მატჩში".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ვკითხულობ გულშემატკივრების კომენტარებს და გეფიცებით, ბევრი მათგანი ბევრად განათლებული, ჩამოყალიბებული და საკუთარი ქვეყნის პატრიოტია ვიდრე მთელი ჩვენი საფეხბურთო ვაი სამყარო ერთად აღებული. მუჯირი... მუჯირს საერთოდ რა უნდა ფედერაციაში... ან კობიაშვილს.
ირაკლი
00:21 05-09-2021
0
რასაც გულშემატკივარი ვითხოვდით - უცხოეთში "ჭ" ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს - ეროვნულიდან გამოიძახეთ თქო, შეასრულა. ის დავინახეთ, რომ კლასში არც თუ ისე დიდი სხვაობაა. მაშინ რაშია პრობლემა? ხომ ყველას გვაქვს ტელევიზორი? ხომ ნახულობენ ფედერაციაში გამეორებით ჩვენს შეხვედრებს?
..რომ ხედავ რომ ეს ქვილითაია იღლება ნუღა ათამაშებ - მთლად რომ ტოტენჰემში იყოს !!
.. რომ ხედავ რომ აბურჯანია არასწორ პასებს აკეთებს და ძირს გდია სულ ბიჩოკივით, ნუღა ათამაშებ - მთლად რომ მანჩესტერში იყოს !!
.. რომ ხედავ, რომ ჩაბრაძეს 2 ჯერ გასცდა მეტოქე, გამოცვალე !! - მთლად რომ ბარსელონაში იყოს !!
.. რომ ხედავ რომ ყაზაიშვილმა რამდენჯერ ბურთი მიიღო, იმდენჯერ დაკარგა, გამოცვალე !! - მთლად რომ იუვენტუსში თამაშობდეს !!
რთულია??
ილია
22:48 04-09-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული