ზლატანი ბათუმში - შვედეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იან ანდერსონმა საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: პონტუს დალბერგი (დონკასტერ როვერსი), რობინ ოლსენი (შეფილდ უინაიტედი), კრიშტოფერ ნორდფელდტი (სტოკჰოლმის აიკი)

მცველები: ემილ კრაფტი (ნიუკასლ იუნაიტედი), მარტინ ოლსონი (მალმე), ვიქტორ ნილსონ ლიდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი), იოაკიმ ნილსონი (არმინია ბილეფელდი) ალექსანდერ მილოშევიჩი (სტოკჰოლმის აიკი), ლუდვიგ აუგუსტინსონი (სევილია), დანიელ სანდგრენი (არისი), სებასტიან ჰოლმენი (რიზესპორი)

ნახევარმცველები/შემტევები: კრისტოფერ ოლსონი (ანდერლეხტი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), რობინ ქუაისონი (ალ-ეტიფაქი), იასპერ კარლსონი (აზ ალკმაარი), მატიას სვანბერგი (ბოლონია), ალბინ ეკდალი (სამპდორია), დეიან კულუსევსკი
(იუვენტუსი), ვიქტორ გიოკორესი (ქოვენთრი), ჯორდან ლარსონი (მოსკოვის სპარტაკი), ჯენს კაიუსი (მიდტიულანდი) ვიქტორ კლაესონი (კრასნოდარი), ემილ ფორსბერგი (ლაიპციგი), ალექსანდერ ისაკი (რეალ სოსიედადი), მაგნუს ერიკსონი (დიურგორდენი), კემ სემა (უოტფორდი), ოსკარ ლევიცკი (მალმე).

აღსანიშნავია, რომ შვედებს "მილანის" ვეტერანი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩიც დაეხმარება. საქართველოს ნაკრები სკანდინავიელებს 11 ნოემბერს, ბათუმის ახალ არენაზე შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრა საქართველოს გუნდისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე ბოლო იქნება, ხოლო საფეხბურთო წელს ეროვნული ნაკრები 15 ნოემბერს, უზბეკეთთან გასამართი დაპირისპირებით დაასრულებს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩვენც ვოვა გუცაევისთვისთვის რომ გვეთხოვა, იქნებ ეთამაშა?
კარლო
17:23 03-11-2021
1
ზლატანის გარეშე გაუჭირდებოდათ, და სთხოვეს ძმურად საქართველოს ნაკრებთან დაგვეხმარე იქნებ ფრე მაინც გავაგოროთო
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული