ეროვნულ ნაკრებს ჩაკვეტაძე გამოაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს საწვრთნელი პროცესი ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ეროვნული გუნდი მატჩისთვის 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. ტრავმის გამო უზბეკეთთან მატჩს გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს. "გენტის" ქართველ ლეგიონერს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი,
გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა),  თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

საქართველოს ნაკრები უზბეკეთს გორის "თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე" დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

წყარო: Nakrebi.ge

altჩაკვეტაძემ ვერ დამანახა, რომ თამაშს იმსახურებდა - სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

altსავარაუდო შემადგენლობა უზბეკეთთან - ექსპერიმენტები თუ ბირთვის გამოკვეთა?!

მკითხველის კომენტარები / 33 /
ჩკვეტაძის და კანკავას მოქმედება მაგონებს წარსულს,როცა არველაძემ რუსეთთან მატჩის წინ ძირითადში ვერ მოხვედრის გამო დატოვა ნაკრები, ასევე იაშვილი და ზაზა ჯანაშია,რომლებიც გაებუტენ ძოძუაშვილს და ყიფიანს სწორედ ამ მიზეზით. ამ ფეხბურთელებმა წლების მერე აღიარეს, რომ არასწორად მოიქცენ.ერთი რამ უნდა იცოდე,შენ ხალხს არ უნდა გაებუტო რაც არ უნდა მიზეზი გქონდეს,პირადი უნდა გადადო გვერდზე,თორემ ამით პირველ რიგში თავად დაზარალდები. ქართველები სწორედ ამ პირადმა ამბიციებმა დაგვაღალატა ბევრჯერ და ეს აღარ უნდა დავუშვათ! იმედია ბიჭები გაანალიზებენ თავის მოქმედებას და აგვიხსნიან გულშემატკივარს რა იყო რალური მიზეზი! ასევე ცუდად მენიშნა შვედეთან მატჩის წინ რომ იწერებოდა ოქრიაშვილი ტოვებს ნაკრებს ტრამვის გამოოო, მერე კი ითამაშა და თანაც კარგად.
კახი
15 ნოემბერი 2021 09:28
2
რომას.ეტყობა სანიოლსაც მიხატული აქვს თვალები,რადგან მან თქვა,საჯარიმოს ის გათამაშება,ოქრიაშვილმა მოიფიქრაო.ტრავმიანი კაცი სრულ ფორმაში ვერ იქნებოდა და არც შვედეთის ნაკრებია ისეთი სუსტი,რაც გინდა ყველაფერი გააკეთო.აგერ ესპანელებსაც კი გაუჭირდათ გოლის გატანა.ასე რომ ჩვენ საკმაოდ სუსტი ნაკრების ფეხბურთელებს ნუ მოსთხოვ,მათზე უკეთ თამაშს,ოქრიაშვილი ყოველთვის სრული თავდადებით თამაშობს და გუნდს საბრძოლო განწყობას უმაღლებს.ამ თამაშშიც ასე იყო,გოლის ეპიზოდში კი,როცა ჩააწოდა,დამიზნებით ჩააწოდა.ეს აშკარად ჩანდა და აზაროვიც მაშინვე დაიძრა თავისუფალ ზონაში,სადაც ხოჭოლავას პასი მიიღო.ისიც ელოდა ამ პასს.ასე რომ შემთხვევითი გოლი არ ყოფილა,შეიძლებოდა აზაროვის დარტყმულიც გასულიყო.მთავარია,რომ ეს ოქრიაშვილის მოფიქრებული ყოფილა და უკვე ეს გოლი ამართლებს მის ყოფნას მოედანზე.მაკედონიასთანაც ხვიჩას არყოფნაში,გამაყუჩებლებზე მოთამაშე ოქრიმ იბრძოლა ყველაზე მეტად,მაგრამ ეს არ გვეყო,თვითონ კი,რამდენ ხანს აღარ უთამაშია და გამიზეზებულ ტრავმას იშუშებდა.რომ არ ეთამაშა ხომ შეეძლო?მაგრამ უმწეო მდგომარეობაში დარჩენილი გუნდი არ მიატოვა და ამდენ ლანძღვა გინებას თავი არ აარიდა.ის ბუნებით ლიდერია და თუნდაც კარგად ვერ ითამაშოს,მისნაირების ყოფნა,გუნდისათვის მაინც სასარგებლოა.
სოსო
15 ნოემბერი 2021 15:28
1
ოქრიაშვილი მართლაც ახლად გამოჯანმრთელებული იყო და მატჩის წინა დღეს,არც უვარჯიშია.ის აშკარადმზად არ იყო 90 წუთის სათამაშოდ და მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე შესაცვლელი იყო.სწორედ ამის გამო აიკიდა ოქრიმ მეორე ტაიმის დასაწყისში ორი სახიფათო ჯარიმა და ყვითელი ბარათი,რომ ფიზიკურად არ იყო მზად,თუმცა ეს რაც დრო ითამაშა,მაგრად იბრძოდა და გუნდს პირველი დაწოლის გადატანაში დაეხმარა.ბიჭები განწყობითაც უკვე სათანადო დონეზე იყვნენ დამუხტულნი,როცა სანიოლმა ოქრი შეცვალა.პირველი გოლიც ხომ მისი ჭკვიანური პასით გავიდა.მე მიხაროდა,ამასაც მოვესწარით,სახლში მომზადებული სტანდარტით გავიტანეთ გოლი მეთქი და თურმე სულ ტყუილად,ეს გათამაშება,სანიოლს კი არა,ოქრიაშვილს მოუფიქრებია.ეს თვითონ სანიოლმა აღნიშნა და მისი პატიოსნება კი მომეწონა,მაგრამ სტანდარტებზე მუშაობის და გამოყენების გამო მოგვრილი სიხარული,გამიქარწყლდა.არადა ხომ გამოჩნდა,რამხელა მნიშვნელობა ჰქონია.ოქრის ნაკრებიდან გაშვების მსურველებმა,ეს ფაქტიც გაითვალისწინეთ,როცა აწონ-დაწონით
სოსო
15 ნოემბერი 2021 14:02
0
ყველა გამოხმაურება
აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს უბრალოდ სახეზე აწერია თუ კარგად დააკვირდებით ტრავმის მიღებამდე ლაღად და იმპროვიზირებული ჭკვიანურად და ცქვიტად მოხერხებულად თამაშობდა ეხლა კიდე მძიმედ დაღლილად უმოტივაციოდ ჩარჩოებში მოქცეულივით თამაშობს დახმარება უნდა ერთი Dა მთავარია რთველი გულშემატკივრის სახელით გეტყოდი ქართველ გულშემატკივარს შენი იმედი აქვს ამიტომ იცოდე არაგაქვს უფლება ხელები ჩამოუშვა, შენზე უკეთ არავინ იცის მიზეზები არ ჩავუღრმავდებით მხოლოდ იცოდე ავად თუ კარგად მუდამ შენ გვერდში ვდგევართ და ყველა მოუთმენლად ველით როდის დაბრუნდება ის პატარა მაგრამ დიდი ტალანტის და ნიჭის პატრონი სასწაულებს რომ აკეთებდა მოედანზე და გაჭირვებულ ხალხს იმედი მიეცა რომ გამოჩნდა ტალანტი რომელიც ნაკრებს ამოიყვანეს უფსკრულიდან გიორგი გელოდებით დღეს თუ არა ხვალ ვაფასებთ და გვიყვარხარ როგორც კარგი ქართველი თავიდან ამოიგდე ყველაფერი ნეგატიური წინ ბევრი გამარჯვებები გელის და ხალხის ულევი სიყვარული.
კახა
15 ნოემბერი 2021 00:58
0
გამაგრდი გიო. საქართველოს ძალიან უყვარხარ. შენ კიდევ მრავალჯერ შეგიძლია ჩვენი გახარება და ეს აუცილებლად უნდა გააკეთო!
ამი
15 ნოემბერი 2021 09:25
0
კვარაც არ იყო ოქტომბერში ფორმაში მაგრამ ხომ ათამაშა ვილიმ? მერე შვედებთან უმაგრესად ითამაშა და ყველაფერი დადო ხვიჩამ.
უნდა მიეცა ჩაკვეტაძისთვისაც შანსი.
არ შეიძლევა ეგრე ამოჩემება ფეხბურთელის
.
15 ნოემბერი 2021 00:54
21
შემეცოდა ჩაკვე,ესე საჯაროდ რომ გააკრიტიკა,როცა ფორმაში იყო თავი არასდროს დაუზოგავს ნაკრებისთვის,ახლა რთული პერიოდი აქვს და ცოტა რო გაემხნევებინა მწვრთნელს კარგი იქნებოდა
მარი
15 ნოემბერი 2021 00:44
5
მიზეზი თქვა პირდაპირ მწვრთნელმა - მისი სათამაშო ფორმა არ მაკმაყოფილებსო. სპორტი ასეთი რამეა - მოფერებას და ხვეწნას არავინ დაუწყებს როცა ფორმაში არ არის. გეთანხმებით, რომ ზედმეტი სიხისტეც არ არის კარგი მეთოდი, მაგრამ ჩაკვეტაძე დებიუტანტი აღარ არის და კარგად უნდა ხედავდეს განსხვავებას ნაკრებსა და კლუბს შორის
: )))))))
15 ნოემბერი 2021 11:21
0
ეეე ჭაკვეტაძემაც დაიწყო … ეწყინა ვილის ნათქვამი … ასე არ შეიძლება ხალხის გულისთვის უნდა ითამაშო გიო მწვრთნელის გულისთვის კი არაა … არ
მგონია ტრავმა რამე შუაში იყოს …
bejo
15 ნოემბერი 2021 00:38
3
ჩაკვეტაძეს თუ მართლა ტრამვა აქვს მალე გამოჯამრთელებას ვუსურებ მაგრამ თუ მწვრთნელისგან რამე ეწყინა და მაგიტომ არ გამოვიდა ვარჯიშზე ეს არაპროფესიონალური მიდგომაა საქმის მიმართ ვინც ჩაკვეტაძის თამაშები ნახა კლუბში და ნაკრებშიც დღეს ნამდვილად არ არის იმ ფორმაში და იმ დონეზე რა დონეზეც იყო ერთალიგის დროს და როცა მწვრთნელი ამბობს რომ ვერ დავინახე მისგან ის დონე და მზადყოფნა რომ მიმეცა სათამაშო დროო ეს საწყენი კიარ არის პირიქით პროფესიონალისთვის სტიმულის მიმცემი უნდა იყოს რომ დაუმტკიცოს მწვრთნელსაც და გულშემატკივარსაც თავისი შესაძლებლობები გენტის ბოლო თამაში ვანხე აუთსაიდერ სერენთან და ფაქტიურად მოედანზე არც კი ჩანდა არ არის ფორმაში მას კიდე დიდი დრო აშორებს იმ ფორმისგან რა ფორმაშიც ის ახსოვთ და ამიტომ კლუბში უნდა ივარჯიშოს მოიდმოს და შედეგი დადოს პროტესტი და წყენა ეს არაპროფესიონალური საქციელია.
გოჩა
15 ნოემბერი 2021 00:22
0
ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩაკვეტაძე გოგუას დონის ქცევებს არ გაიმეორებს მე ვაფასებ ისეთ მწვრთნელს რომელსაც არ ჰყავს ავტორიტეტები მე ვუყურებ მის თამაშებს გენტშიც და ნაკრებშიც მე თვითონ არაპროფესიონალი ვხედავ რომ არ არის ფორმაში და ვერ თამაშობს ისე როგორც თამაშობდა ადრე და დღეს თუ მასზე უკეთესია ვინმე ნაკრებში და ის თამაშობს ეს საერთოდ არაა საწყენი.
გიორგი
15 ნოემბერი 2021 00:17
0
ჩაკვე ჯერ ფორმაში რომ ვერაა,თვითონაც კარგად იცის,მაგრამ ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდაო,ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს.მწვრთნელის სიტყვები ხომ არ ეწყინა?რატომღაც ასე მგონია.შვედებთან მატჩში სანიოლს ისეთი ხალხი სჭირდებოდა,რომელიც 90 წუთი,მთელ მოედანზე იბრძოლებდა და დღევანდელი ჩაკვე,ასეთი ნამდვილად ვერ არის.ამიტომ მწვრთნელის სიტყვები ისე უნდა გაიგოს,როგორც უთხრეს.ერთა ლიგის თამაშებამდე,გიორგი უკვე ფორმაში უნდა იყოს და მაშინ ასეთ საყვედურს,აღარავის ათქმევინებს.მისი შესაძლებლობები კარგად გვახსოვს და ძალიან მალე,კიდევ უკეთესს ველით.ნაკრებში კარგი შემტევი ჯგუფი ყალიბდება და ყოველთვის ყველას არ მოუწევს თამაში.ამან მათში ცუდი გაგებით დაპირისპირება არ უნდა გამოიწვიოს,თუ არ გვინდა ყველაფერი წყალში ჩაიყაროს.ეს ბიჭებმაც უნდა გაიაზრონ,მწვრთნელმაც და გულშემატკივრებმაც,ზოგიერთი ერთმანეთს რომ უპირისპირებს,ნაკრების კანდიდატებს.
სოსო
15 ნოემბერი 2021 00:16
1
გამოჩნდება უზბეკეთთან რა შეგვიძლია პირველ ნომრად თამაშის დროს . რაც შეეხება ჩაკვეტაძეს , იმის მაგივრად , რომ ფსიქოლოგიურად დავეხმაროთ ნაკრებში , არ შეიძლება პირიქით თავი ზედმეტად ვაგრძნობინოდ . ვერ მოუძებნა ერთად ადგილი ხვიჩას და ჩაკვეს , ჩანდა ეგ წინა თამშშიც , ადგე და სკამზე დატოვო ფეხბურთელი რომელიც ნაკრების ტვინია , გენტში არ მოიკლავენ მასზე ფიქრითა და ზრუნვით თავს , ჩვენ მაინც ნუ მოვექცევით მასე , ორი წელია ადამიანი ებრძვის მის თავზე დატრიალებულ უიღბლობას . გამაგრდი გიო , ყველაფერი ჩაივლის და კარგად იქნება მჯერა .
ATP 16
15 ნოემბერი 2021 00:11
5
ნაკრებში კონკურენციას ბუტიაობა მართლაც არ უხდება,მეტი რაღა დავინახოთ ფაქტია წინა გამოძაძებაზეც ეგრე მოიქცა,დროა საქმით დაუმტკიცოს!! ეს ოღონდ კლუბიდან უნდა დაიწყოს,ნაკრები სარეაბილიტაციო ცენტრი არაა,მერე გვიკვირს რატომ ბოლო 2 თამაში ..
ჩორნი
15 ნოემბერი 2021 00:07
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული