უეფამ ბულგარელებს საქართველოსთან მატჩის გადადება შესთავაზა - ბულგარელების პასუხი ცნობილია

AutoSharing Option
gong.bg-ის ინფორმაციით, თბილისში მყოფმა უეფას წარმომადგენლებმა ბულგარეთის ნაკრებს შესთავაზეს, რომ საქართველოსთან მატჩი გადაიდოს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ბულგარელები ამ შეთავაზებას არ მიიღებენ და "დინამო არენაზე" მატჩი ხვალ დიდი ალბათობით, შედგება. ნაკრების მწვრთნელი გეორგი ივანოვი და ყველა მოთამაშე ფიქრობს, რომ შეხვედრა აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

როგორც იცით, გუშინ სასტუმროსკენ მიმავალი ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც 1 ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი დაშავდა, რომელსაც მოგვიანებით ოპერაცია ჩაუტარდა. 

საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრების დაპირისპირება 12 ივნისს 20:00 საათზეა ჩანიშნული. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

altბულგარეთის

ნაკრები ქაშუეთის ეკლესიაში წირვას დაესწრო [VIDEO]

alt"მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, საავადმყოფოსთან გავათიეთ და შოკირებულნი ვიყავით" - ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეს-დირექტორი

altოპერაცია 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა - როგორია ავარიის შედეგად დაშავებული ბულგარელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

altბულგარეთის ნაკრები თბილისში ავტოავარიაში მოჰყვა - ერთი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
მოგება ყოველთვის,კარგია, მაგრამ ერთა ლიგა იგივე ანხანაგურებია(წამყვანი საფეხბურთო ნაკრებები ასე ფიქრობენ).
დიმა
00:35 12-06-2022
26
ძალიან ცუდი ფაქტია, ღმერთმა მშვიდობა მისცეთ, პირველ რიგში არის ჯანმრთელობა და შემდეგ სხვა დანარჩენი, უფალმა გაგაძლიეროთ!!
დავითი
23:52 11-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული