უეფამ ბულგარელებს საქართველოსთან მატჩის გადადება შესთავაზა - ბულგარელების პასუხი ცნობილია

AutoSharing Option
gong.bg-ის ინფორმაციით, თბილისში მყოფმა უეფას წარმომადგენლებმა ბულგარეთის ნაკრებს შესთავაზეს, რომ საქართველოსთან მატჩი გადაიდოს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ბულგარელები ამ შეთავაზებას არ მიიღებენ და "დინამო არენაზე" მატჩი ხვალ დიდი ალბათობით, შედგება. ნაკრების მწვრთნელი გეორგი ივანოვი და ყველა მოთამაშე ფიქრობს, რომ შეხვედრა აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

როგორც იცით, გუშინ სასტუმროსკენ მიმავალი ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც 1 ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი დაშავდა, რომელსაც მოგვიანებით ოპერაცია ჩაუტარდა. 

საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრების დაპირისპირება 12 ივნისს 20:00 საათზეა ჩანიშნული. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

altბულგარეთის

ნაკრები ქაშუეთის ეკლესიაში წირვას დაესწრო [VIDEO]

alt"მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, საავადმყოფოსთან გავათიეთ და შოკირებულნი ვიყავით" - ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეს-დირექტორი

altოპერაცია 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა - როგორია ავარიის შედეგად დაშავებული ბულგარელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

altბულგარეთის ნაკრები თბილისში ავტოავარიაში მოჰყვა - ერთი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
უეჭველი ნაცი იქნებოდა მძღოლი. :)
28
ჩვენი მხრიდან კარგი ჟესტი იქნება დაზარალებული ფეხბურთელის მხარდასაჭერი პლაკატი რომ გამოვფინოთ სტადიონზე. თამაშში კიდე მათი დანდობა არაა საჭირო, ახალგაზრდობაში გამწარებული ვყევარ მაგათ ნაკრებს.
პ.ს. ისე პირველი დიდი სიხარულიც ბულგარეთის ნაკრებთან მაქვს განცდილი 2:1 რომ მოვიგეთ.
ემიგრანტი
17:09 11-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული