საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა მაროკოსთან - ლიდერების გარეშე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის უკანასკნელი შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც თავის მხრივ, მარტში გასამართ ნორვეგიასთან დაპირისპირებამდე უკანასკნელი მატჩია.

ვილი სანიოლის გუნდს დიდი დანაკლისი აქვს - ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ფრანგი დამრიგებელი გარკვეულ სიახლეებს შემოგვთავაზებს, მათ შორის, ტაქტიკაში. გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, ნაკრების რიგებში საკმაოდ დიდი ხანია, რომ არ გვინახავს - გიორგი ქვილითაია, ლევან შენგელია... გიორგი ბერიძე და დავით ვოლკოვი კიდევ ერთი შანსის მოლოდინში არიან. სამწუხარო ისაა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ უკანასკნელ შეხვედრაში ტრავმა
მიიღო და ის ვერ ითამაშებს.

სასტარტო შემადგენლობაზე ვარაუდი მაინც შესაძლებელია.

მეკარე

ყველაზე რთულად გამოსაცნობი ეს პოზიციაა. ერთი მხრივ, მშვენიერ ფორმაში მყოფმა გიორგი მამარდაშვილმა რატომ არ უნდა ითამაშოს, თუმცა სასაყვედურო არც გამოცდილი გიორგი ლორიას მიმართ გვაქვს. გიბრალტართან უკანასკნელ მატჩში ლორია ტრავმის გამო შეცვალეს, ჩრდილომაკედონიელებთან კი სათადარიგო იყო, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას დრო ახლა მიეცეს. არც ისაა გამორიცხული, კიპერებს თითო ტაიმი დაეთმოთ.

Sportall.Ge

ცენტრალური მცველები

მაინც ვივარაუდოთ, რომ სანიოლი ისევ 3-მცველიან ტაქტიკას დაეყრდნობა. ნაკრების დამრიგებელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მოთამაშეები, რომელთაც კარგი საკლუბო მდგომარეობა აქვთ და "ჯვაროსნების" რიგებში ცოტას თამაშობენ, ახლა შანსს მიიღებენ. აქედან გამომდინარე, "კრემონეზეს" უკანახაზელ ლუკა ლოჩოშვილს ძირითად შემადგენლობაში ველით.

თითქოს გამორიცხულია, მცველებს შორის მთლიანი ექსპერიმენტი ვიხილოთ. ამიტომ ჯიმი ტაბიძესა და საბა საზონოვზე მეტად საბა კვირკველიასა და კაპიტან გურამ კაშიას თამაშია მოსალოდნელი.

ფლანგები

გიორგი გოჩოლეიშვილი გუნდთან ერთადაა და თუ არა ამხანაგურ მატჩში, სხვაგან სად უნდა ვიხილოთ?! იმის შანსი დიდია, მომავალ ზაფხულს გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე "შახტარის" პოტენციური წევრი რამაზ სვანაძის გუნდში იყოს. მაროკოსთან დაპირისპირებაში მისი კონკურენტი საბა ლობჟანიძე იქნება, ოთარ კაკაბაძე კი ტრავმირებულია.

Sportall.Ge

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს - ირაკლი აზაროვი 21-წლამდელთა ნაკრებშია, გურამ გიორბელიძე კი სიაში არაა. შესაბამისად, გიორგი წიტაიშვილის თამაში უალტერნატივოდ გამოიყურება.

ნახევარმცველები

ოთარ კიტეიშვილი, როგორც იქნა, დაბრუნდა, თანაც, მშვენიერი საკლუბო მატჩებით და მისი სანაკრებო გამოსვლის მიმართ დიდი მოლოდინი გვაქვს. "კიტე" ჩვენს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშეა.

Sportall.Ge

რაც შეეხება კიტეიშვილის მეწყვილეს, ვარიანტი საკმაოდ ბევრია - ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ანზორ მექვაბიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, თუმცა სავარაუდო მაინც ისაა, კვეკვესკირმა სასტარტოში დაიწყოს და დრო სხვებსაც მიეცეთ.

შემტევები

უკვე ხსენებული მიზეზის გამო, სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძეს ძირითად თერთმეტეულში ვერ მოვიაზრებთ. მარცხენა შემტევის პოზიციაზე გიორგი ბერიძის თამაშის დიდი შანსი არსებობს.
ზურიკო დავითაშვილი აუცილებლად დაიწყებს.

Sportall.Ge

რაც შეეხება დროის განაწილებას, ცენტრფორვარდზე ნამდვილად იქნება. დავით ვოლკოვის გამოჩენა ალბათ პირველივე წუთებიდანაა მოსალოდნელი, გიორგი ქვილითაია კი შანსს მეორე ტაიმში მიიღებს.

შეგახსენებთ, საქართველოსა და მსოფლიო ჩენპიონატის მონაწილე მაროკოს შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 17 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altსაქართველოს ნაკრები საემიროებში ჩავიდა - ჩაკვეტაძე გუნდს შეუერთდა

altროგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები კვარაცხელიას გარეშე? - როცა ჩაკვეტაძეც საეჭვოა...

altსანიოლმა ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას მდგომარეობასა და ყაზაიშვილის არგამოძახებაზე ისაუბრა

altსაქართველოს ნაკრები მაროკოსთან - ვის დაეყრდნობა და დაასვენებს სანიოლი?

მკითხველის კომენტარები / 16 /
გოჩოლეიშვილს ალბათ უფრო ვარჯიშზე დააკვირდება, ეგ გუნდთან შესაგუებლად არის გამოძახებული. რა თქმა უნდა, თუ ვარჯიშზე აჩვენა დონე, ხასიათი და მონდომება მაგ შემთხვევაში აუცილებლად ათამაშებს.
პ.ს. ჩემი აზრით შახტარი არ არის სწორი არჩევანი. უნდა დაეწყო ისეთი გუნდიდან, სადაც მუდმივად ითამაშებს. შეიძლება გაანათხოვრონ. (მაგრამ ქვეყანაში სადაც ომია, ფეხბურთისთვის არ ცალიათ).
ჰაჰა
11:50 16-11-2022
2
ამ ვოლკოვს ვიმმემ უთხარით წვერი ან გაიპარსოს ან შეისწოროს მაინც, ავღანეთის ნაკრებს ვგავართ
თემო
18:26 16-11-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული