პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ნორვეგიასთან 0:1 მარცხდება.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ
უწია მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - ნორვეგია
გოლი: 0:1 სიორლოტი (15)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე, კაკაბაძე, დავითაშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, აზაროვი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი, ეურსენსი, ბერგი, ედეგორი, სოლბაკენი, ელიუნუსი, სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 43 /
სანიოლის უდიდესი შეცდომა! სრული კრახი ტაქტიკური, რად უნდოდა ორი თავდამსხმელის ექსპერიმენტი ასეთ გუნდთან. რა იყო ეს. მაღალი პრესინგი თუ არ გვექნა ასევე ჩამთავრდება , მივიღებთ უბრალოდ კიდევ 2 გოლს. იმედია მიხვდება ეხლა. მარა აბურჯანია, კვეკვესკირი, კაკაბაძე, კომენტატორები - სამუდამოდ ნაკრებიდან გასაგდებია ყველა! ძინავთ, ძინავთ! საჭიროა ძველი ტაქტიკის დაბრუნება და კვარაცხელია ფლანგზე და არაც ცენტრალურად მდგომი და მამარდას პასებით მომარაგებული - ცენტრში ჩაკვეტაძე და გაგნიძე - ფლანგზე ლობჟანიძე. ბურთის დამჭერი არავინ არაა, ვუყურებდი და კვკეკვესკირი უბრალოდ დგას ეს იდიოტი ეს, აბურჯანია დადის გეგონება სომნამბულაა და კომენტატორები კიდევ უკომენტაროდ. არც რამის გააზრება, არც იუმორი, არც განათლება, არც წინასწარ რამის გამოცნობა, არც რამე , ეს როდემდე უნდა იყოს ეს ორი კრეტინი ამდენი ხალხის ნერვების ფასად ა? მოაშორეთ რა , დასვით ჩანაწერების განხილვაზე არ შეიძლება, რამე ცალკე გადაცემა გააკეთონ , არ გააგდოთ და იქ ამუშავეთ ტო არ გააწყალეს გული? მართლა და მართლა. მამარდაშვილი კიდევ ძალიან სუსტია ჯერ. რეაქციები ტოპი აქვს, მაგრამ ნაკრების მეკარე ნომერ პირველი არის ლორია! რაც გინდათ ის თქვით, წარმატებები ჩვენ გუნდს მეორე ტაიმში, თუ ტაქტიკა შეცვლა ძრეულად - მოვიგებთ ! მიდი კვარა , წინ!!!
კაპიტან გარდენბურგი
28 მარტი 2023 21:07
5
ჩაკვეტაძე სხვა პოზიციაზეც ხომ თამაშობს ბოლო 10 წუთი უნდა ათამაშოთ?
david
28 მარტი 2023 21:07
2
Აზაროვი არ დაგერკაოთ არსად.ცვერნა ზვეზდაში არ ათამაშებენო...რა მოეწონათ მაგისი საერთოდ როცა აიყვანეს?
Მე გაგნიძეს და წიტაიშვილს ვისურვებდი სასწრაფოდ ნაკრებში!!!
jordan beli
28 მარტი 2023 21:07
1
30 წუთიდან ჩვენ ყველაფერში ვჯობნით! გაუმართლა ნორვეგიას! ახლა შევჭამთ!
aburjga
28 მარტი 2023 21:06
7
ვაიმეეე გვარბევენ ვიკინგებიი!
ლადო
28 მარტი 2023 21:06
0
ვარჯიშებზე რომ მაიმუნობდნენ და პანჩურებს ურტყამდნენ ერთმანეთს იმის ბრალია ეს, ამას ჯობდა პასებზე ევარჯიშათ!!! ასეთი საზიზღარი თამაში კარგახანია არ მინახავს! ქარი არ ახსენოთ ვინმემ მიზეზად!!! მარტო ჩვენზე არ ქრის ქარი!
ვალერი
28 მარტი 2023 21:06
2
ამ ნორვეგიას ნაპოლი გაარღვევდა უეჭველი. ეხლა 2-0 იქნებოდა მინიმუმ
ირაკლი
28 მარტი 2023 21:05
2
5:0
aburjga
28 მარტი 2023 21:40
2
ნახევარდაცვა ნოლია. არა პასის კულტურა, არა საფეხბურთო აზროვნება, არა თამაშის კითხვა. სეირნობა მოედანზე
Stranger
28 მარტი 2023 21:05
0
კვეკვესკირი და აბურჯანია ვერ ანაწილებენ და ვერ ბლოკავენ ბურთებს, ძალიან უსუსურად გამოიყურენა ეს ორი კაცი მაინც.
Რერო
28 მარტი 2023 21:05
1
ქარიაო ამბობენ და ნორვეგიელებისთვის არ არის ეს ქარი? აბა ეხლა ვნახოთ, შეიცვლება მოედანი და რას იზავენ ჩვენები! კვარა შემეცოდა, რა ცოტა დააკლდა!!! ვახ რა
ლევან გაფრინდაშვილი
28 მარტი 2023 21:02
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული