Hola, Georgia! - ესპანეთის ნაკრები უკვე თბილისშია

AutoSharing Option
8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს. მეტოქე გუნდი უკვე ჩამოვიდა თბილისში.

Hola, Georgia! - წერს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტი.

კატალონიური "სპორტი" და "მუნდო დეპორტივო" იტყობინებიან, რომ ლუის რუბიალესის ნაცვლად, რომელსაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერეს, დელეგაციას პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი პედრო როჩა ჩამოუძღვა.

მოწინააღმდეგე დანიშნულების ადგილამდე ფრენას 5 საათი მოუნდა. მათმა ერთ-ერთმა კაპიტანმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორმა, როდრიმ, შეიტყო რა, რომ "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის მოხვდა, ძალიან გაიხარა.

Sportall.Ge

თბილისში ჩამოვიდა მცველი ემერიკ ლაპორტი,
რომლის გამომგზავრება ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო საეჭვო იყო. მას დილით ექიმები გასინჯავენ და "დინამო არენაზე", ალბათ, მსუბუქად ივარჯიშებს.

მწვრთნელი დე ლა ფუენტე 18:15 საათზე როდრისთან ერთად პრესკონფერენციას ჩაატარებს.

გამოცემები აღნიშნავენ, რომ აეროპორტიდან სასტუმრო "მერიოტამდე" 17 კილომეტრი დაფარეს, სადაც ასამდე გულშემატკივარი თბილად დახვდა და ცუდი სტარტის შემდეგ აუცილებელია, პარასკევს თბილისში საქართველო და სამშაბათს გრანადაში კვიპროსი დაამარცხონ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი, შვილო, პატარა თავმოყვარეობა იქონიეთ. ამხელა ასაკის ხალხს რაღა გინდათ ხელგამოწვდილი რომ დგახართ და რაღაც სისულელეებზე მათხოვრობთ. ელემენტარული სიამაყე იქონიეთ. მერე ამისთანები დაგიწყებენ პატრიოტიზმზე ლაპარაკს ეს ზომბები.
odala
22:02 07-09-2023
1
არა სრულფასოვანი ერის კომპლექსი, როგორ ველაქუცებით და გვინდა თან მოუგოთ.დდდ და მერე გვიკვირს რატომ გვიყურებს ლაურენტისი და სხვები ზემოდან და
გფფ
17:46 07-09-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული