ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
ჩათლახიბას ქონდა ადგილი აშკარად,ერთი გამოაქვეყნონ ვინ რამდენი ირბინა, და ნახავთ, რაც მოხდა სინამდვილეში, ხლართავენ რაღც უსინდისობას და ხლხი სულ ფეხზე კიდიათ .. გაშვება უნდათ სანიოლის , ევროპაზე , ალბათ სვანაძის დანიშვნა მოიფიქრეს, მის ხელში გავიდეთ ერთა ლიგიდან, პატივი საქართველოს დრჩეს , ფუ ბინძური ხოდები ...
გ.შ.
09 სექტემბერი 2023 12:38
0
ხიზანას თაურით დაწყებული თამაში დასრულდა ლოგიკური შედეგით
09 სექტემბერი 2023 12:35
1
ხვიჩა ამისთვის ისვენებდა? თუ ახლაც ისვენებდა?
ალექსანდრე
09 სექტემბერი 2023 12:32
2
პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე ბურთი თითქოს იღლიაში დაგვიმალესო, საერთოდ არ გაგვაკარეს ბურთს. ეს რანაირი ტაქტიკაა, ბევრჯერ დავწერე, სანიოლი ჩამორჩება ამ შემადგენლობას კვალიფიკაციით. ადრე თუ ქაჩავდა სანიოლი, ახლა ვეღარ ქაჩავს. ნებისმიერი თავმოყვარე მწვრთნელი 1:7 ის მერე გადაგებოდა. დამანახეთ ვინმემ, ანალოგიური შემთხვევა, როცა გუნდი 1:7 ს აგებს და მწვრთნელს ადგილზე ტოვებენ. არ არსებობს ამისი ანალოგი.
კაი რა
09 სექტემბერი 2023 12:31
0
სანიოლ წადი !!!
nn
09 სექტემბერი 2023 12:18
0
გუშინ თამაშთან აშკარად არ გვქონდა საქმე (ფეხბურთის), ერთი ადგილის კი... აშკარად არ ითამაშეს "ფეხბურთელებმა" მგონია რომ სანიოლის მოტეხვა უნდათ, და ასე ბინძურად აკეთებენ, ან ურთიერთშეთანხმებით ხდება, ალბათ სვანაძის დანიშვნა უნდათ და მის ხელში რომ გავიდეთ ევროპაზე, ესაა მიზანი , და ამდენ ხალხს ასე ბინძურად და არაკაცულად ექცევიან... სამწუხაროდ ესაა თანამედროვე ფეხბურთი, ყველაფერზე წამსვლელი თუ არ ხარ ვერ გაიხარებ (((
გ.შ.
09 სექტემბერი 2023 12:11
2
თქვენს მსგავსად მეც ძალიან მწყდება გული და უკვე მართლა ნერვებიც აღარ მყოფნის ამ ყველაფრის შემყურეს. მუდმივი წარუმატებლობა ქვეყნის სახელით, ეს ბევრად დამთრგუნველია, რადგან ეროვნულ იდენტობასთან, ქვეყნის წარმატებასთან ასოცირდება. რამდენი ინდივიდუალურად წარმატებული ადამიანიც არ უნდა გვყავდეს, მაინც ყველაზე მთავარი, გუნდური წარმატებაა, აუცილებელია რომ საზოგადო წარმატების ბევრი შედეგი გვქონდეს, იქნება ამოვიდეთ ამ წაგებულისა და დამარცხებულის მენტალობიდან, ამ მუდმივი მონობის ფსიქოლოგიიდან. ასეთი წარმატებისათვის კი ყველა სფეროში გვჭირდება პირველ რიგში პროფესიონალები, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა, აუცილებელია ქვეყნის სიყვარული, საქმის სიყვარული, ენთუზიაზმი, თავგანწირვა, პატრიოტიზმი. თუმცა ძნელია ამ მერკანტილურ სამყაროში მსგავსი თვისებების მატარებელი პროფესიონალები მოძებნო და თანაც უმრავლესობაში მოიყვანო რომელიმე პოზიციაზე. სპორტში კრიმინალი იმაზე მეტად არის ჩართული, ვიდრე ჩვენ გვგონია, იგივე კვარას ტრანსფერის ირგვლივაც, ბევრი მასეთი ტრიალებდა და ვხედავთ ხელფასზე რაც ხდება, ძალიან გაუფუჭებენ საქმეს ამ ბიჭს. ჟურნალისტიკა ჩვენ არ გაგვაჩნია, რომ სწორი ანალიზი გააკეთოს და მოურიდებლად წერონ სიმართლე, განურჩევლად იმისა თუ ვისი გვარი და სახელი ამოტივტივდება მაგ დროს. არგენტინაში რომ არ მომხდარიყო მესისა და მთელი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას კრიტიკა, სკალონი შეიძლება საერთოდ არც დაენიშნათ მწვრთნელად. კრიტიკა არ ნიშნავს პირად შეურაცხოფას, ეს არის შენი პროფესიული მოღვაწეობის შეფასება და თუ აშავებ, მაშინ მიიღე კიდევაც. რა გითხრათ, გამძლეობას გისურვებთ, რადგან ვატყობ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ნერვების თხრაა .
ATP 16
09 სექტემბერი 2023 12:03
0
შოტლანდიაში და გუშინდელი წაგება ზეცაში იყო გადაწყვეტილი, ამის თვალხილული ნიშანი იყო წარღვნა ორივე თამაშის დროს! ახლა უღმერთოები და ათეისტები იკითხავენ, რა მოწინააღმდეგე გუნდებისათვის არ იყო წვიმდაო?! არ არის მასე მარტივად თქვენ რომ ფიქრობთ, წარღვნა (კოკისპირული წვიმა) მოვიდა იმის დასამარცხებლად და სასჯელად რომელიც დამარცხდა ანუ ბურთაობა წააგო!
aburjga
09 სექტემბერი 2023 12:01
0
ასეა თუ ისე დღეს ფეხბურთში ფული ჩადებულია ბევრია თუ ცოტა ის ცოტაც კი ძალიან ბევრია ამ გაჭირვებული ხალხისთვის რომელთა ჯიბიდან გადის გადასახადების თუ პროცენტების სახიით.პოლიტიკის არ იყოს ამ ხალხის აზრი ფეხბურთშიც ნულის ტოლფადია.არ არსებობს ადამიანი ვინც ხალხის სახელით მოითხოვს რატო ვიხდით იმისთვის რომ ვინმე ვარჩინოთ და შევინახოთ როცა ამის საჭიროება არც კი არსებობს!არავინ ითხოვს პასუხს იმაზე რასაც კადრულობენ ქართული კლუბები საშინაო თუ ევროსარბიელზე.როცა ქართველიხარ თან ფეხბურთელი უნდა შეიგნო რო აქ ეს სპორტი ხალხისაა! სანიოლი თუ ხვდება რო სუნი დააყენა და ბოდიშს იხდის ესენი სად არიან რატო არ იღებენ ვიდეოს გასახდელიდან.როცა გიხარიათ ხო გვაჩვენებთ ესეც გადაიღეთ როგორ განიცდით. მაგრად ბოდიშის მოხდასაც ძალა ჭირდება
დათო
09 სექტემბერი 2023 12:01
0
მალე დაავიწყდებათ კვარა შარშანდელი თოვლივით..ეგეთი პირი უჩანს. სამწუხაროდ!!
ბატისტუტა
09 სექტემბერი 2023 11:42
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული