ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
მატჩის დღე! მთავარი ვარსკვლავი ქართველი ხომ არაა? :)))))))) ესეთი სტატიებს კი წერდით
giorgi
09 სექტემბერი 2023 11:37
0
ეს სანიოლი კა არა კაზიოლია
Footbol
09 სექტემბერი 2023 11:27
0
ფეხბურთში და კალათბურთში დიდი დეპრესიის პერიოდი იწყება - ის იმედები და წარმოდგენები რაც გვქონდა, საპნის ბუშტივით გასკდა. რეალობა ძალიან მხიმეა და ამ რეალობას ყველამ უნდა ჩავხედოთ თვალებში - კალათბურთში წაგებით რომ გავედით შემთხვევით, ეს ალბათ უკვე მიანიშნებდა სად არის ნაკრები, გერმანიამ, სლოვენიამ და ავსტრალიამ რომ გადაგვიარა, ეს არ შევიმჩნიეთ - გერმანიამ აგერ აშშ დაამარცხაო. ორი სამი ნორმალური კალათბურთელი არაფერს ნიშნავს, პერსპექტივაში კატასტროფაა. ფეხბურთშიც იგივე კატასტროფა ხდება - ამიტომ არის ყოველთვის უნდა ვიყოთ რეალისტები და ფუჭი ილუზიები არ უნდა შევიქმნათ, ხოლო რრალობასთან ახლოს ყოფნა გიბიძგებს ქმედითად გადაჭრა ნაბიჯ-ნაბიჯ პრობლემები
ირაკლი
09 სექტემბერი 2023 11:24
0
კაშია არსად დაგეკარგოთ....
კახა
09 სექტემბერი 2023 11:17
1
ეს ქეცბაია შტერი კი არ იყო, 7 მცველს რომ ათამაშებდა. იცოდა შეტევითი ფეხბურთი რა კატასტროფას მოგვიტანდა.
ჰაჰა
09 სექტემბერი 2023 11:12
2
ეეეჰ, გეუბნებოდი სანიოლ, სამი მცველი, ხუთი ნახევარმცველი და წინ კვარა და მიქაუტაძე. არ მენდე??? ენდე!!!
მწარე
09 სექტემბერი 2023 11:10
2
რა გაგვანადგურეს რას წერთ, ოთხი გოლი თამაშგარე იყო,ორი კი შემთვევით გაიტანეს
soso
09 სექტემბერი 2023 11:04
1
უბრალოდ წვიმაში არ ვიცით
სახელი
09 სექტემბერი 2023 10:55
2
ჩვენ არ ვიცით პრესინგი...
Zviads
09 სექტემბერი 2023 10:52
0
რავა ყველაფერი უბედურება ჩვენ ნაკრებებს ემართებათ! კალათბურთში ჩვენ გაგვიდეს, იგივე განმეორდა ფეხბურთში! დღეს რეგბია სათამაშო ავსტრალიასთან და რა უნდა ვიფიქრო არც ვიცი!
მწრთვნელი
09 სექტემბერი 2023 10:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული