ცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი...

AutoSharing Option
"რამდენ ხანს ვტკეპნი დედამიწას, ეტყობა ქუსლებს,

შუბლიც ზედ მიკრულ აბლაბუდას როგორღაც უძლებს...

და ეს ყიყლიყოც გრძნობებს მიტომ აღმიძრავს გულში,

რომ ისევე ჟღერს, ვით ჟღერდა გუშინ..." (იოსიფ ბროდსკი)

"გახურდა" მარტი. ახლა ყველაფერს "ერთა ლიგის" პლეი-ოფის ჭრილში განვიხილავთ და ვღელავთ - ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი სათამაშო ფორმა (სამწუხაროდ, ის ლუქსემბურგთან დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდება), გიორგი მამარდაშვილის "მშრალი" მატჩები, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა... ვეტერანთა შეხვედრის დროსაც იმაზე ვფიქრობდით, რაც იმ თაობამ ვერ მოახერხა, უნდა შევძლოთ ახლა!..

Sportall.Ge

ზედმეტი მოტივირება ფსიქოლოგიაში გამართლებული სულაც არაა, რადგან შესაძლოა, დაძაბულობა მივიღოთ.
ამის გამოა, თითოეული სიტყვის მოფრთხილება გვიწევს. მეორეა ის სტროფი, რაც პროლოგში გამოვიტანეთ - დროა, ახალი ფურცელი გადავშალოთ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. აუცილებლად უნდა გავარღვიოთ ეს წრე და ცოტათი მივიწყებული სიხარულით შევცვალოთ. ამ თაობას პასუხისმგებლობა არ აკლია; ასევე, უკვე აქვთ მწარე გამოცდილება, თუ რას ნიშნავს, როცა მიზანთან ერთ ნაბიჯში ხარ. ყველაფერი ეს ერთად უნდა აკუმულირდეს და შედეგი მოგვცეს!..

"ჯვაროსნების" მეკარეს "მშრალი" მატჩები უყვარს...

Sportall.Ge

ცალკეული ფეხბურთელების პროგრესის მიუხედავად, წარმატებას გუნდურად უნდა მივაღწიოთ, ამისთვის კი არაერთი ორთაბრძოლის მოგება, საჰაერო დუელი, სისწრაფე, გააზრებული მოქმედება, მოთმინება და ამავდროულად, მოუსვენრობა დაგვჭირდება.

თავისი დიდი როლი აქვს მწვრთნელს, რომელმაც ზუსტად უნდა შეარჩიოს წარმატებისკენ მიმავალი გზები. ლუქსემბურგთან ხვიჩა კვარაცხელია არ იქნება და ასეთ დროს საჭიროა როგორც ტაქტიკური ცვლილებები, ასევე ემოციური ფონის კონტროლი - არ უნდა დაუშვა, რომ ლიდერის გარეშე არ შეგიძლია და გარკვეულწილად, მისთვისაც ითამაშო, მისი მოლოდინები, რომ ფინალში დაგეხმარება, რეალობად აქციო.

ვილი სანიოლი რთული გზის ბოლო ეტაპზეა...

Sportall.Ge

ვილი სანიოლისგან ყველანაირი საკადრო რესურსის სრულად გამოყენებას ველით. ახლა ნამდვილად არაა დრო, რაიმე ისეთი დავაკლოთ, რაც მერე გულს დაგვწყვეტს...

გვჯერა, რომ ევროზე გავალთ და მეტწილად ხვიჩა კვარაცხელიას სიდიადის გამო, ჩვენი ფეხბურთისადმი გამოჩენილ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. ეს იქნება გარდამტეხი! მხოლოდ წარსულთან და დღევანდელობაში ლეგიონერების გულშემატკივრობასთან არ უნდა ვასოცირდებოდეთ. ამ შეკითხვის დასმა რიტორიკულადაც არავის უნდა, მაგრამ თუ ვერ? - მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. თბილისში ტკივილიანმა საფეხბურთო დღეებმა იმატა და ერთხელაც ყველაფერი უნდა გადაიფაროს, სხვა მასშტაბის განვითარებაზე გადავიდეთ...

გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო ტურში ტრავმა მიიღო. მასზე, როგორც ლიდერზე, ლუქსემბურგთან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

Sportall.Ge

მთელი თვის განმავლობაში ამ მატჩებზე ვიფიქრებთ, გონებაში სავარაუდო შემადგენლობასა და სცენარებს დავუშვებთ, ვინერვიულებთ, ზოგს ცუდი წინათგრძნობა ექნება, მუდამ ოპტიმიზმებიც იარსებებენ. ახლა ყველანი "საგანგებო მდგომარეობაზე" გადავდივართ, ქვეყნის წარმატებაში საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ. ეს მიზანი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური, რუტინული საქმეები. ვუგულშემატკივროთ ქართველი ფეხბურთელების მეტ სათამაშო დროსა და ტრავმისგან დაცვას, მათი დადებითი ემოციები კი ბოლოს ერთად შევკრათ!..

altსაქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

altსანიოლი ვიზიტებს განაგრძობს - ამჯერად ჩაკვეტაძეს შეხვდა

მკითხველის კომენტარები / 58 /
ქართველებს ტოპმეკარე ჰყავდათ ლორიას სახით მაგრამ ქართულმა ე.წ პროევროპულმა ფრთამ ნაკრების კარი ჩააბარა იმ მეკარეს რომელიც ყველა გასაშვება უშვებს,გამოსვლაზე ნულია და ფეხით კი უბრალოდ მოწინააღმდეგის ფეხბურთელი. . .მაგრამ გაპიარებული და . . .აღდგომა და ხვალეო ნათქვამია. . .მეკარე რომ გამოსვლაზე აბსოლუტური ნულია,დაცვაც პანიკდება მაგ დროს. . .ლორიას დროს დაცვა იყო ჩვენი მთავარი კოზირი ,ეხლა ბალაგანია
ნაპოლეონი
02 მარტი 2024 02:27
44
შენ მენამცხვრე ხარ ალბათ და მაგიტო გქვია ნაპოლეონი,
წადი ჯობია ვანილს კვერცხებს მიხედე
Levani
02 მარტი 2024 06:05
3
აუცილებლად გავალთ! არცერთი ნახევარფინალის გუნდი არ გვჯობია ჩვენ! ყველას პატივისცემის მიუხედავად. ლუქსემბურგს ადვილად დავამარცხებთ. საბერძნეთი არაფერი ისეთი გუნდი არაა და ჩემი აზრით ყაზახები მოუგებენ მაგათ! ფინალი, საქართველო-ყაზახეთი იქნება,აი ნახავთ და რა თქმა უნდა მოვიგებთ ფინალსაც.ყაზახებს ცუდი გუნდი არ ყავთ,მაგრამ ჩვენი დღევანდელი ნაკრები მიმაჩნია რომ ბევრად ძლიერია. ბოლო ბოლო ევროპის ტოპ ფეხბურთელი გვყავს ხვიჩას სახით!
პ.ს. კვარა და მამარდამ აუცილებლად უნდა ითამაშონ ევროზე! )
gulshematkivari0703
01 მარტი 2024 23:46
9
ვააააშაააააააააააა!!!!!!!!!!!!!
მწარე
10 მარტი 2024 11:27
2
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა ევროპაზე გასვლას, ჯერ ჩვენი ფეხბურთისთვის და მერე ფეხბურთელებისთვის,ნუ სულ სხვანაირად შეხედავენ ქართველ ფეხბურთელებს და მეტი შანსი აქვთ კარგ გუნდებში გადასვლის, ქართველი ხალხისთვის ხო რა სასწაული იქნება მაგას სიტყვებით ვერ ავღწერ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპაზე გასასვლელად
გოგა
01 მარტი 2024 23:05
2
მამარდაშვილი
გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, საზონოვი, აზაროვი,
არაბიძე, ქოჩორაშვილი, კანკავა,
ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, დავითაშვილი

ნუ რაღაც ესე ალბათ
გიორგი
01 მარტი 2024 22:12
9
მამარდაშვილი
კაკაბაძე, კაშია, კვერველია, საზონოვი, აზაროვი(შენგელია),
ქოჩორაშვილი, კანკავა,(აბურჯანია)
დავითაშვილი (არაბიძე),მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე
სიმართლე
10 მარტი 2024 11:47
7
თავის გუნდებში
გოჩილეიშვილი ზამენა
ლოჩოშვილი ზამენა
საზონოვი ზამენა
ჩაკვეტაძე ზამენა
დავითაშვილი ზამენა
მიქაუტაძე ბოლო 5 თვიდან ოთხი თამაშზე არ გასულა
ქოჩირაშვილი არ ვიცი
არაბიძე - ქუთაისის ტორპედო
კაკნკავა - ნაკრებიდან წასული კაცი.
არცერთ ქვეყანაში არ ექნებოდა ასეთი გუნდის გულშემატკივარს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ფიქრი თავში
დინამიტი
01 მარტი 2024 23:39
6
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ სხვა ფეხბურთელები? სხვა ფეხბურთელების იმედი არ გვაქვს? ხო ძნელია კაშია, კვერკველია და კვეკვესკირის იმედი გქონდეს მესმის მაგრამ მაინც. იდეაში ეს არის სულ მამარდა და ჩაკვე? მოდი ცოტა ჩაკვეზე და მის გუნდზე - ბილო 10 თამაში 2 მოგება? რამდენი თამაში დაიწყო ჩაკვემ? ასისტებშია ლიდერი თავისი გუნდის თუ გოლებში? არცერთში. ყველაზე დაბალა შეფასებებს იღებს და ჯსევ გადაინაცვლს სათადარიგოში. ანუ რა დარჩა? მმარდა? და რა ქნას მამარდამ გოლი მოვთხოვოთ თუ პენლებამდე უნდა მივათრიოთ და იქ იქნებ რამე? მაგრამ იქაც რომ ვერ იქნება - ყველაზდ ცუდი მეკარეა ალბათ ვალტერ ძენგას მერე ამ კომპონენტში. ეს არის რეალობა და ამას რომ ხვდება ყველა იმიტომაც ითხოვს არაბიძეს. არა იმიტომ რომ მესია - მაშ ტორპედოში რა უნდა, არა უბრალოდ იმიტომ რომ იქნებ გავარდეს ყარაული. აი ესაა მთელი ამბავი. ხავს ვეკიდებით
იბერია
01 მარტი 2024 20:11
6
ცხოვრებაში არ მოუგერიებია პენალტი რაზეა ლაპარაკი
ნაპოლეონი
02 მარტი 2024 02:32
8
რეებს ლაპარაკობ? ჩაკვეს თამაშებს უყურებ საერთოდ? უვარგისი თანაგუნდელები რო ყავს რა მისი ბრალია? გირჩევნია ჩაკვეს და მამარდას გაკრიტიკების ნაცვლად მოხვიდე სტადიონზე და უგულშემატკივრო ჩვენ ბიჭებს. არც კი იცი ვინებზე და რა კლასის ფეხბურთელებზე საუბრობ. სირცხვილია უბრალოდ.
ირაკლი 17
02 მარტი 2024 01:01
7
სადღეგრძელოები... ისევ... რეალობას შევხედოთ, ნაკრების თითქმის 80% თავის გუნდებში (თან რა გუნდებში) არათუ ძირითადის ფეხბურთელები არამედ 15-20 წუთიანი შემცვლელები არიან.თანაც ალიბიც უკვე შექმნილია.
დინამიტჯ
01 მარტი 2024 19:52
4
იმედია არაბიძეს გამოიძახებენ ...
gia
01 მარტი 2024 17:58
5
მე გამოვიძახებდი არაბიძეს და თამაშის წარმართვის კვალობაზე გადავწყვეტდი მის მოედანზე გაყვანას. თუ მისი ფიზიკური კონდიცია ორ ტაიმზე ვერ არის საკმარისი, მაშინ იქნებ მეორე ტაიმში ჩართვა იყოს შედეგის მომტანი.
დო მაჟორი
01 მარტი 2024 17:51
2
ლუქსემბურგს თუ გაცდნენ მერე გრეკებთან წააგებენ. ჩვენ მაგარ ფეხბურთელები კვირაში 2 თამაშს ვერ მოიგებენ. იმის მიდგომით რო სულ წერენ დაისვენონო კაცო თითქოს ესენი ძაან გადახლილები არიან ისე. ევროზე რა გვინდა ვაუვა ასეთი საქმის მიმართ მიდგომით მე არვიცი. 22 ში ან 27 ში უნდა მოვითხოვოთ საქართველოში გაუქმება ფეხბურთის. არაა ეს ჩვენი საქმე.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
01 მარტი 2024 17:50
30
პირდაპირ სასომხეთში რომ მოითხოვო ფეხბურთის გაუქმება?
გუბერნიას
01 მარტი 2024 22:21
4
უნდა მოვიგოთ. არაბიძეც უნდა გომოიძახოს და ყველა ვინც გამოგვადგება. ხვიჩას არ ყოფნა არის ჩვენთვის ძალზე ცუდი. მაგრამ უნდა მოვიგოთ. გვეყო ამდენი წაგება. ფეხბურთის ფედერაცია მოინდომე . გადადე გვერდზე წყენები თუ სხვა ამბები. ეს თამაში მოსაგებია
გიო
01 მარტი 2024 17:32
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული