ცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი...

AutoSharing Option
"რამდენ ხანს ვტკეპნი დედამიწას, ეტყობა ქუსლებს,

შუბლიც ზედ მიკრულ აბლაბუდას როგორღაც უძლებს...

და ეს ყიყლიყოც გრძნობებს მიტომ აღმიძრავს გულში,

რომ ისევე ჟღერს, ვით ჟღერდა გუშინ..." (იოსიფ ბროდსკი)

"გახურდა" მარტი. ახლა ყველაფერს "ერთა ლიგის" პლეი-ოფის ჭრილში განვიხილავთ და ვღელავთ - ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი სათამაშო ფორმა (სამწუხაროდ, ის ლუქსემბურგთან დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდება), გიორგი მამარდაშვილის "მშრალი" მატჩები, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა... ვეტერანთა შეხვედრის დროსაც იმაზე ვფიქრობდით, რაც იმ თაობამ ვერ მოახერხა, უნდა შევძლოთ ახლა!..

Sportall.Ge

ზედმეტი მოტივირება ფსიქოლოგიაში გამართლებული სულაც არაა, რადგან შესაძლოა, დაძაბულობა მივიღოთ.
ამის გამოა, თითოეული სიტყვის მოფრთხილება გვიწევს. მეორეა ის სტროფი, რაც პროლოგში გამოვიტანეთ - დროა, ახალი ფურცელი გადავშალოთ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. აუცილებლად უნდა გავარღვიოთ ეს წრე და ცოტათი მივიწყებული სიხარულით შევცვალოთ. ამ თაობას პასუხისმგებლობა არ აკლია; ასევე, უკვე აქვთ მწარე გამოცდილება, თუ რას ნიშნავს, როცა მიზანთან ერთ ნაბიჯში ხარ. ყველაფერი ეს ერთად უნდა აკუმულირდეს და შედეგი მოგვცეს!..

"ჯვაროსნების" მეკარეს "მშრალი" მატჩები უყვარს...

Sportall.Ge

ცალკეული ფეხბურთელების პროგრესის მიუხედავად, წარმატებას გუნდურად უნდა მივაღწიოთ, ამისთვის კი არაერთი ორთაბრძოლის მოგება, საჰაერო დუელი, სისწრაფე, გააზრებული მოქმედება, მოთმინება და ამავდროულად, მოუსვენრობა დაგვჭირდება.

თავისი დიდი როლი აქვს მწვრთნელს, რომელმაც ზუსტად უნდა შეარჩიოს წარმატებისკენ მიმავალი გზები. ლუქსემბურგთან ხვიჩა კვარაცხელია არ იქნება და ასეთ დროს საჭიროა როგორც ტაქტიკური ცვლილებები, ასევე ემოციური ფონის კონტროლი - არ უნდა დაუშვა, რომ ლიდერის გარეშე არ შეგიძლია და გარკვეულწილად, მისთვისაც ითამაშო, მისი მოლოდინები, რომ ფინალში დაგეხმარება, რეალობად აქციო.

ვილი სანიოლი რთული გზის ბოლო ეტაპზეა...

Sportall.Ge

ვილი სანიოლისგან ყველანაირი საკადრო რესურსის სრულად გამოყენებას ველით. ახლა ნამდვილად არაა დრო, რაიმე ისეთი დავაკლოთ, რაც მერე გულს დაგვწყვეტს...

გვჯერა, რომ ევროზე გავალთ და მეტწილად ხვიჩა კვარაცხელიას სიდიადის გამო, ჩვენი ფეხბურთისადმი გამოჩენილ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. ეს იქნება გარდამტეხი! მხოლოდ წარსულთან და დღევანდელობაში ლეგიონერების გულშემატკივრობასთან არ უნდა ვასოცირდებოდეთ. ამ შეკითხვის დასმა რიტორიკულადაც არავის უნდა, მაგრამ თუ ვერ? - მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. თბილისში ტკივილიანმა საფეხბურთო დღეებმა იმატა და ერთხელაც ყველაფერი უნდა გადაიფაროს, სხვა მასშტაბის განვითარებაზე გადავიდეთ...

გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო ტურში ტრავმა მიიღო. მასზე, როგორც ლიდერზე, ლუქსემბურგთან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

Sportall.Ge

მთელი თვის განმავლობაში ამ მატჩებზე ვიფიქრებთ, გონებაში სავარაუდო შემადგენლობასა და სცენარებს დავუშვებთ, ვინერვიულებთ, ზოგს ცუდი წინათგრძნობა ექნება, მუდამ ოპტიმიზმებიც იარსებებენ. ახლა ყველანი "საგანგებო მდგომარეობაზე" გადავდივართ, ქვეყნის წარმატებაში საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ. ეს მიზანი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური, რუტინული საქმეები. ვუგულშემატკივროთ ქართველი ფეხბურთელების მეტ სათამაშო დროსა და ტრავმისგან დაცვას, მათი დადებითი ემოციები კი ბოლოს ერთად შევკრათ!..

altსაქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

altსანიოლი ვიზიტებს განაგრძობს - ამჯერად ჩაკვეტაძეს შეხვდა

მკითხველის კომენტარები / 58 /
30 წელია ქართული კლუბები ვერ ახერხებენ ევროპის ტურნირებზე, ჩემპიონთა ლიგასა აღაც ვთვლი ჯგუფში მოხვედრას.
ვინმეს ეს შემთხვევითი გონია? ნუთუ ასეთი უნიჭოები ვართ რომ 30 წელში ერთხელ ვერ შევძლეით.
არა ბატონებო შეგნებულად ხდება ასე . რომ არასრულყოფილების შეგღზნება გვქონდეს, რომ დამოუკიდებლად ვერაფერს ვახერხებთ რომ მხოლოდ საბჭოეტის რუსეთის ხსნის მოლოდინში უნდა ვიყოთ.
გავიხსენოთ წინა ფინალი, ყველაფერი გააკეთეს რომ ეს თამაში წაგვეგო.
ეხლა არის ბოლო შანსი და ყველა ავისმზრახველს უნდა ვაჯობოთ.
las
01 მარტი 2024 12:07
21
აქ რუსეთი რა შუაშია შე ლიბერონაცო
rembo
10 მარტი 2024 13:56
3
ვინ რას ხვდება აქ.
ვერ ხედავ რამდენი დისლაიკი მაქვს? რუსეთუმეებს აეწვათ.
მტრის სამსახურში დგანან.
რა მიხვედრა უნდა მაგას. რასაც მივანიშნე. მაყურებელი არ შეუშვეს სტადიონზე. გამიზნულად ორი წმაყვანი შემტევი კოვიდზე დასვეს. როცა ჩამოსვლამდე ითამაშეს და რო ჩავიდნენ იქაც ითამაშეს. ამრტო თბილისსი დაუდგინდათ კოვიდი :)
დინამოს შეხედე რა დღეშია, რუსი ბიზნესმენის ხელში. ანგრევს მიზანმიმარტულად რასაც ქვია კლუბს
გაგიმარჯოს აზროვნებისთვის-is
01 მარტი 2024 15:26
8
ყველა გამოხმაურება
ამ კაცმა, სანიოლმა, გიორგი არაბიძის არსებობა საერთოდ იცის? იქნებ არ იცის და უთხარით ვინმემ, გააგებინენით, მერე სანანებელი არ გაგვიხდეს.
ვიტალი
01 მარტი 2024 11:27
8
იცის, იცის. ვაკვირდებიო, ხომ თქვა.
ბებიკომ
01 მარტი 2024 17:22
0
გაიხარე, კარგი სტატიაა
იკა
01 მარტი 2024 11:09
5
რამდენი ხანია მარტს ველოდები! ელოდება მთელი ქვეყანა. იმედი დიდია! ყველამ ყველაფერი უარყოფითი უნდა დავივიწყოთ და სულით და გულით ნაკრების გვერდში ვიყოთ! არ აქვს მნიშვნელობა სტადიონზე ხარ, თუ სახლში ტელევიზორთან, ან დენი წავიდა და ვერ უყურებ თამაშს. ყველას დადებითი ემოცია უნდა გვქონდეს ნაკრების მიმართ. და მინიმუმ 5 მილიონი პატარა დადებითი მუხტი გაერთიანებული ძალით დაეხმარება ჩვენ ბიჭებს. წარმატება ლუქსემბურგთან! წარმატება შემდეგ 3 დღეშიც!
alexandre
01 მარტი 2024 11:06
0
არაბიძე? მაგან კაი ხანია მოჭამა მისი.
xuta
01 მარტი 2024 10:44
46
შენ ძმა რომელ არაბიძეზე საუბრობ? მე რომელ არაბიძესაც ვიცნობ ის 26 - ისაა და რაზეა საუბარი საერთოდ?
ირაკლი17
01 მარტი 2024 17:22
0
არაბიძემ მოჭამა თავისი და კვერკველიამ და კაშიამ არა? სასაცილოა პირდაპირ.
ირაკლი
01 მარტი 2024 14:37
2
ყველა გამოხმაურება
იოსიფ ბროდსკისა რა გითხრათ, მაგრამ მე მჯერავს, რომ საქართველოს ნაკრები გავა ევროპის ჩემპიონატზე და იქაც არ შეირცხვენს თავს! სანიოლს დაუნიშნეთ კარგი გამოცდილი ფსიქოლოგი ნაკრებში! ყველაფერი კარგად იქნება! საქართველო- ლუქსემბურგი 2-0! საქართველო-საბერძნეთი 2-1!
მწვრთნელი
01 მარტი 2024 10:19
10
,,ღმერთმა გისმინოთ'' მაგრამ .... ლუქსემბურგთან 55-45% , აი ბერძნებთან მეეჭვება სამწუხაროდ 30-70 % , ბერძნები გაძლიერებულები არიან , რა ინფორმაციაც მაქვს ჩვენი ემიგრანტისგან, ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც წინ არიან,დაცვა ჩვენზე ორი თავით მაღლა დგას, მოტივაცია კი ჩვენზე მეტი, თორემ ნაკლები არ აქვთ... უძალიანესად უნდა გაგვიმართლდეს და იმათ კი პირიქით, რისხვა უნდა დაატყდეთ, რომ მოვიგოთ, ჩვენი ბიჭები, თან ყველა, საკუთარ თავეებს უნდა გადაახტნენ და ა.შ. თუ ესე არ მოხდა, საერთოდაც რა გვესაქმება ევროპაზე?
გუსანი
01 მარტი 2024 14:36
4
დააყენონ არაბიძე ძირითად შემადგენლობაში და გავალთ
ნიკა
01 მარტი 2024 10:17
7
მაგალითად დავითაშვილის, აბურჯანიას, კვეკვესკირის, წიტაიშვილის, გაგნიძის ...
ნიკა
01 მარტი 2024 17:55
1
ვის მაგივრად დააყენოს ეგეც დაწერეთ იქნებ ნახოს ვინმემ მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტი რომ არის ეგ სამწუხაროდ ბევრმა კიდევ ვერ გაიგო
თაზო
01 მარტი 2024 13:55
7
სტატიის ყველა სიტყვა სწორია!!!!!!!!!!!! თუნდაც იოტისოდენა, თუმცა ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ნაკრების წარმატებაში!!!!!!!!!!!
pepelu
01 მარტი 2024 10:09
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული