მშვიდად და დამაჯერებლად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში გასვლაზე მონტენეგრო 3:1 დაამარცხა.

მწვრთნელმა სანიოლმა ოპტიმალურთან მიახლოებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა. ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ჯერ მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მეკარე მიატოვიჩმა მოიგერია, ცოტა ხანში კი კიტეიშვილმა „ჯვაროსნები“ დააწინაურა. შემდეგ ჩაკვეტაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე კვარაცხელია გაიყვანა, მაგრამ მას მცველმა დრეშკოვიჩმა დაასწრო და ხიფათი განმუხტა. აქედან მოყოლებული, თამაში გათანაბრდა, მეტოქის შეტევები მოვიგერიეთ და სწრაფი კონტრიერიშისას მიქაუტაძე, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მცველმა წააქცია. მერე ხვიჩამ მიქაუტაძე შესანიშნავი პასით მიატოვიჩთან ერთი-ერთზე გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა. მასპინძლებმა პირველად
კარში მხოლოდ 38-ე წუთზე დაარტყეს, მაგრამ მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კიტეიშვილი დაშავდა და კვეკვესკირმა შეცვალა. ოთარმა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა და იმედია, სერიოზული ტრავმა არ მიუღია. მერე „კვარა“ მეურვეს გაექცა და მახვილი კუთხიდან გატანა მეკარემ არ დაანება. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, გადაცემა უკეთეს პოზიციაში მყოფი მიქაუტაძისთვის გაეკეთებინა. ამას მონტენეგროელთა შეტევა მოჰყვა და ოსმაიჩს ახლო მანძილიდან მამარდაშვილმა არ გაატანინა, ხოლო შეცვლაზე შესულმა იოვეტიჩმა მალე ანგარიში შეამცირა. შემდეგ ალთუნაშვილის კარგი პასით მიქაუტაძე საჯარიმოში შეიჭრა და მისი დარტყმული ბურთი მიატოვიჩმა მოიგერია. 83-ე წუთზე დავითაშვილი მცველს დაუსხლტა, რომელმაც საჯარიმოში წააქცია, თუმცა ზივზივაძემ გაიტანა და პენალტის დანიშვნა საჭირო არ გახდა. მორიგი იერიშისას ზურიკოს მეკარემ არ გაატანინა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ევრო 2024-ზე ამაღლებული განწყობით გაემგზავრება.

სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას უკვე ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს - 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან.

პოდგორიცა. „პოდ გორიცომი“
მონტენეგრო - საქართველო 1:3
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (10), 0:2 მიქაუტაძე (33), 1:2 იოვეტიჩი (68), 1:3 ზივზივაძე (83)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 80), შენგელია (წიტაიშვილი 66), ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი 66) , კიტეიშვილი (კვეკვესკირი 50), კვარაცხელია (დავითაშვილი 80), მიქაუტაძე (ზივზივაძე 80)

მკითხველის კომენტარები / 77 /
სულ მინიმუმ კიდევ სამი უნდა გაგვეტანა
სულ მინიმუმ
დომენტი
00:41 10-06-2024
1
ბიჭოს, ეს რა თამაში ჩაატარეს ჩვენმა ბიჭებმა! გულახდილი რომ ვიყო, ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას არ ველოდი, თუნდაც ამ შემადგენლობის ანუ ძირითადი გუნდის ფონზეც. თანაც, ერთია მოგება და მეორეა ასე კარგად გათამაშებული კომბინაციები, თითქოს ბიჭები თვალდახუჭული უგებდნენ ერთმანეთს. აშკარად ჩანს, როგორ არიან ნაკრების წევრები გაზრდილი ინდივიდუალურად და თავად ნაკრები კი გუნდურად! გასაგებია, რომ ევროზე გაცილებით ძლიერ და მაღალი დონის მეტოქეებთან მოგვიწევს ბრძოლა. თუმცა, ასე მოთამაშე ჩვენი ნაკრები ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს (მე მაინც ვფრთხილობ რადგან დებიუტანტები ვართ და ევროზე გაცილებით დიდი წნეხი იქნება). ერთი რამ 100%-იანია: ჩვენი შემტევები ერთიმეორეზე მაგარ ფორმაში არიან ყველანი და ნაღდად შეგვიძლია ფავორიტი მეტოქეების გამწარება და ქულების დაგროვება. დანარჩენი უკვე ევროზე გამოჩნდება. მე იმედიანად მივდივარ ევროზე! თქვენ?
fani
02:03 10-06-2024
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული