"საქართველოს ნაკრები საკუთარ ძალებში ძალიან დარწმუნებულია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს" - უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ორივე მატჩი წააგო და ძალიან აკრიტიკებენ. თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდისა და "ჯვაროსნების" შესახებ მათი ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა Sport.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

- ალბანეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩვენს ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. ეს თქვენთვის მოულოდნელობა იყო?
- არა. ქართველებმა უკანასკნელ ხანს თამაშის ორგანიზაციის მხრივ მოუმატეს, ბურთთან კი ისინი ყოველთვის "შენობით" იყვნენ და გერმანიაში ახლახან ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე უკვე წარმოაჩინეს თავი. იმდენად, რამდენადაც ჩვენს ჯგუფში დაახლოებით თანაბარი დონის გუნდებია, ყველა თამაშში რჩება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კერძოდ,
თუ უკრაინელები შემდეგ ტურში მოუგებენ, ქართველთა ლიდერობა შეირყევა.

- იმის გათვალისწინებით, როგორც უკრაინა თამაშობს, ეს რამდენად რეალურია?
- სიტუაცია ჯერ კრიტიკული არ არის, გამოსწორება შეიძლება. ზოგიერთი პოზიცია მართლაც საჭიროებს გაძლიერებას. აუცილებელია, ოქტომბერში ქართველებთან დაპირისპირებას სათანადო ფსიქოლოგიური კონდიციებით შევხვდეთ. მეტოქე საკუთარ ძალებში ძალიან დარწმუნებულია. ჩვენს ბიჭებს უნდა ესმოდეთ, რომ ერთა ლიგაზე წარმატებულად ასპარეზობა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად გამოგვადგეს.

სერგეი რებროვისა და მისი შეგირდების წინაშე სწორედ ასეთი ამოცანაა დასახული. ეს მწვერვალი დასაპყრობია, რადგან ძალიან არ მინდა, უკრაინის ნაკრებზე ისე ილაპარაკონ, როგორც გადაჭარბებულად შეფასებულ თაობაზე.

alt"ვამაყობთ ჯადოქარი კიტეიშვილით" - საქართველოში ავსტრიის საელჩო

altალბანელმა ფანებმა თავიანთი გუნდის მეკარეც არ დაინდეს - რა მოხდა მატჩის დასრულების შემდეგ?

altსულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა - "ჯვაროსნები" ფიფას რეიტინგში წინ მიიწევს

alt"ბოდიშს ვიხდი, ყველა მატჩში გოლს ვერ გავიტან, ევროპაში ბევრად უკეთესი მოედნებია" - ვინისიუსი პარაგვაისთან მარცხის შემდეგ

altრა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...

alt"ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი და ევროპული ფეხბურთისთვის მზად არ ვიქნებოდი" - გიორგი ქოჩორაშვილის კომენტარი ალბანეთთან მატჩის შემდეგ

alt"ჩვენ და საქართველო ერთი დონის ვართ, ისინი თავს 8 ფეხბურთელით იცავდნენ" - ალბანეთის ნაკრების ნახევარმცველი

მკითხველის კომენტარები / 18 /
საზიზღარი ხალხი. როგორ გაბედეს სამშობლოს დაცვა და მკვლელი რუსების ხოცვა!

ტლუებს კი ვეტყვი, რომ ერთადერთი ხალხია, ვინც აფხაზეთში ქართველებს მხარში გვედგა და შიმშილობის დროს ხორბალს უფასოდ გვაწვდიდა.
მანფრედ კალცი
09:51 12-09-2024
26
ამ ხახოლებს რაც შეიძლება დიდი ანგარიშით უნდა მოუგოთ…
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული