"ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ" - ვილი სანიოლი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში ჩეხეთთან 1:2 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობ, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ იმაში იყო, რომ ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ. ტაქტიკური ცვლილებების შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდა, მაგრამ როცა ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, ამ დონის გუნდთან თამაშის შემოტრიალება რთულია.

მარტში პლეი-აუტის თამაში მოგვიწევს, B ლიგაში უნდა დავრჩეთ. რა თქმა უნდა, როცა აგებ, რაღაც უნდა შეცვალო. არ მინდოდა შესვენებამდე მოცდა. ზურიკო თამაშში კარგად ჩაერთო, ინტენსივობა შეგვძინა. ვერ შევეგუები იმას,
რომ გუნდის პროგრესი შეფერხდეს, მარტში ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.

ოქტომბერსა და ნოემბერში შეხვედრებში ცუდი სტარტი ჩვენი პრობლემა იყო. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. გასახდელში ვისაუბრეთ, რომ უამრავი დეტალია, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ".

მკითხველის კომენტარები / 75 /
სანიოლის 3-5-2 - ამ სქემაში დიდი როლი აკისრიათ ვინგ ბექებს, რომლებიც ბოლო ფაზაში შერბენებს აკეთებენ და როცხობრივ უპორატესობებს ქმნიან, ჩვენები? არ მიყვარს ის გამოთქმა რსინაზე გაბმული ძაღლივითო, მაგრამ ზუსტად ასეა, შენგელია ან წიტაიშვილს როცა აყენებს, იმათზე სწორად კი რსინაზე გაბმული ძაღლები ირბენენ, ესენი ორი მთლად აცდენილია ყველაფერს, რადგან საერთოდ სხვა პოზიციის ფეხბურთელები არიან. ასევე ყველამ ვიცით რომ ამ ტაქტიკის დროს, საყრდენ და ცენტრალურ ზონაში კაცი გვაკლია, ამ დროს ეს ვინგ ბექები უნდა იწევდნენ შუაში, ესენი შემთხვევითაც არ არიან მანდ მონახვედრები, ტაქტიკას რომ თავი დავანებოთ. ვინგ ბექები კი არა, 3 ცენტრალურ მცველში, მაგალთად როცა მარცხნიდანაა შეტევა, მარცხენა ცენტრალური მცველი უტევს, ეს 3 ცენტრალური მცველი საერთოდ 3 კვადრატულ მეტრს განაცდენი არაა.
ერთ-ერთი უმთავრესი პლიუსი რაც უნდა გვქონდეს, 5 კაცი გამოდის ხო ვინც სტანდარტებზე სახიფათოდ უნდა ჩადიოდნენ მეტოქის საჯარიოში, ნორმალურ გუნდებს 2 ცენტრალური მცველი ყავთ კუთხურებზე და გოლეები გააქვთ, ჩვენ 5 გვყავს და თავით ბურთი მონაგები არ გვაქ 83883 კუთხურიდან, გოლზე არცაა საუბარი. ამდენ სტანდარტს და კუთხურს ვაწვდით, ერთხელ მაინც დამუშავებულად დამდგარან? არასოდეს, ჩადიან საჯარიმოში ისე, თავიდანვე აწერიათ სახეზე, პანაშვიდზე მოვალეობის მოხდით მისული, გადამთიელები რომ არიან.
ერთი რასაც აკეთებენ, მეტოქის შეტევის დროს, დგანან საჯარიმოში და უცდიან თუ ვინმე მივა მათ ზონაში ან ჩააწვდის ამოიტანონ. ეგ ინსტიქტურია და ჩვენც რომ დაგვაყენონ, ჩვენც იგივეს გაკეთებას შევეცდებით, ყველა ნელია და დასწრებაზე თამაშს არც ცდილობენ და არც შეუძლიათ.
აზაროვი ამათგან განსხვავებით ამწვავებს, პასს აკეთებს, შერბენებს აკეთებს და ამიტომ არ მოწონს, ერთ ადგილზე დამდგარი რომ არ არის. პლანი არა კოკაინი. პლანი თუ მოწია, ახალგაზრდულში რატოა? უბრალოდ რამის გამკეთებელი მცველი არ უნდა, ურჩევნია იმ 3 კვადრატში იდგეს, წინ კი ეგერ არაა ხვიჩა, ამხელა ვარსკვლავია და რამეს მისითაც იზამს.
კარგი გადავიდეთ საყრდენ ზონაში, აქ იმ სრული ლუზერია ვილი ელემენტარული ის ევალება ჩაკვეტაძე მარცხნივ დააყენოს და არა, როცა გიო მარცხნივ დგას გუნდს ვგავართ და როცა მარჯვივ გადაყავს ამასაც სპეციალურად აკეთებს რომ დაგვერხეს, საკმარისია გადაწიო მარჯვნივ, საერთოდ სხვა გუნდი ვართ. ადრე ტოტალიზატორში შეკრებელი სასტავი, მიცა გუნდმა თამაშიო თეორიებს რომ აგებდნენ, ისინი ახსნიან მარტივად, თუ რატო იყო გუშინდელი თამაში გაყიდული. მართლა რომ მიყვე ლოგიკას, ისეთი რამეები აკეთა სანიოლმა, სპეციალურად მიცემული თამაში იყო.
ერთი ვინც ამ სქემაში სწორად თამაშობს არის ქოჩორაშვილი, დაცვით ფაზაში ყველას აზღვევს, ხოლო იმდენად ჭკვიანია შეტევით ფაზაში სადაც საჭიროა სულ იქაა, გაიხსენეთ ჩვენი გოლები და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. ქოჩორას ამ მოძრაობებს ემატება ჩვენი შემტევების ინდივიდუალური ოსტატობა და შეტევაში რამე რომ გამოგვივა, გვგონია რამე ტაქტიკით მოხდა ეგ. ქოჩორაშვილის ეს მოძრაობები ვილის დავალებული რომ არ არის, მარტვად შეგვიძლია ამის დამტკიცება, გავიხსენოთ ამ ტაქტიკაში, მანამდე ვინც იდგნენ, ისინი აკეთებდნენ ამას თუ არა, რა თქმა უნდა არა.
უმთავრესი პრობლემა რაც წარმოიშვა არის ევროპის შემდეგ, გინდა არ გინდა 200 % კონცეტრაციით და შემართებით ვერ ითამაშება გუნდი. ის რომ გაიბრიქნენ, არაა ეგრე, დიდად არ დატყობიათ, მაგრამ ეგეც ბუნებრივია თუ მოხდა და ეგ დოზა, არაფერია საერთოდ, უბრალოდ სულ ზღვარზე ვერ ითამაშებდა გუნდი და ამოვარდა აგერ ერთიანად.
ყველა მწვრთნელი მიხვდება რომ საქართველოს ნაკრები უნდა ამოწიო და მათმა გუნდმა დასკვნით ფაზაში სწრაფად იმოქმედოს, ხოლო დაცვაში კომპაქტურად და დისციპლინირებულად დადგნენ, რაც გაგვიკეთეს და შედეგიც მიიღეს.
ერთი პლიუსი სანიოლს რაც აქვს "კვერცხებია" ჩვენ არ გვქონდა და გაგვიჩინა, ლუზერები "კვერცხებიანებად" გვაქცია, გამარჯვების მენტალიტეტი დაგვიბრუნა, არაკაცი უნდა იყო ეს არ დავინახოთ, მადლობა მას ამისთვის, მაგრამ რორგორც მწვრთნელი, ყველას და ყველაფერს აცდენილია ჩვენდა სამწუხაროდ დიდი სისულელე გააკეთა ფედერაციამ მისი დატოვებით, განა მარტო ჩვენს გამო, მისი შედეგიც გაუფერულდება, რასაც აქ მიაღწია. ძალიან სუსტია, აი ძალიან სამწუხაროდ.
Anjelo Antei
16:10 20-11-2024
0
პირველ რიგში ბიჭებს ასწავლე სწრაფი სირბილი... დაცვის კედელი, რომ მტკიცე უნდა იყოს და იქ ბურთის გასასვლელი ხვრელი არ უნდა იყოს დატოვებული, ეს ბავშმაც კი იცის...
მოქალაქე
15:58 20-11-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული