
23 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.
საქართველო - სომხეთის თამაშის ბილეთის ფასი 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის ფანებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10
TKT.GE-ზე გაიყიდება ერევანში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ 20 მარტს გასამართ მატჩზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთები. ბილეთების გაყიდვა 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა ერევნის ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 14,000 მაყურებელს იტევს.
სომხეთი - საქართველოს მატჩის ბილეთის ფასი 10 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). მომხმარებელი მატჩის ელექტრონულ ბილეთს თამაშამდე 24 საათით ადრე მიიღებს.
nakrebi.ge
2023 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ყოველ სანაკრებო ფანჯარაზე სიურპრიზებს გვიმზადებს ფეხბურთის ფედერაცია.
არც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ფინანსურ შესაძლებლობებს შეესაბამება და არც სტადიონის ხარისხს. დინამოზე მხოლოდ მეორე იარუსის დასავლეთ და აღმოსავლეთ სექტორების 4 - 4 სექტორიდან არის კარგი ხედი, უმეტეს წილად ცუდი ხილვადობაა სტადიონზე, პირველი იარუსიდან საერთოდ არ არსებობს ხედი საიდანაც ნორმალურად უყურებ ფეხბურთს.
სტადიონს გაავსებენ ბიზნესმენებისთვის და თავიანთ ქოცნახირში დარიგებული ბილეთებით. კარების უკან და პირველ იარუსის ნებისმიერ წერტილში ჯდომას ტელევიზორით ყურება სჯობია.
დინამო არენა ნამდვილი გულშემატკივრების დიდი ნაწილისთვის დაიხურა.
ავადმყოფი ხარ ვიღაც. ქოცების ნაკრები რას ქვია? საქართველოს ნაკრები არასოდეს არის ნაცების ან ქოცბის და არც არასოდეს იქნება რომელიმე პარტიის. ნაკრებს თავი დაანებეთ პარტიულმა ავადმყოფებმა, ეგ ნაკრები ჩვენი ხალხისა იყო და იქნება ყოველთვის.
პ.ს. ფასები დასაგმობია. რატომ ღირს სომხეთში 10 ლარი და ჩვენთან რამოდენიმეჯერ მეტი, უფრო დიდ ტევადობის სტადიონზე?