თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგაზე ქართველი გულშემატკივრებისთვის სამი მეტად საინტერესო მატჩი ჩატარდა.

როგორც იცით, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები E ჯგუფში ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს და თურქეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდება.

ესპანეთმა სტუმრად კაცნაკლულ ნიდერლანდებთან ფრეს (2:2) მიაღწია, თურქეთმა კი სახლში უნგრეთს 3:1 სძლია და მომავალ სეზონში ერთა ლიგის A დივიზიონში ასპარეზობისკენ ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება ბულგარეთს, საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან 1:2 წააგო.

როტერდამი. „დე კუიპი“
ნიდერლანდები - ესპანეთი 2:2
გოლები: 0:1 ნ. უილიამსი (9), 1:1 გაკპო (28), 2:1 რეინდერსი (46), 2:2 მერინო
(90+3)
გაძევება: ჰატო (81, ნიდერლანდები)

სტამბოლი. „რამს პარკი“

თურქეთი - უნგრეთი 3:1
გოლები: 1:0 კეკჩიუ (9), 1:1 შეფერი (25), 2:1 აკტიურკოღლუ (69), 3:1 კაჰვეჩი (73)

პლოვდივი. "ხრისტო ბოტევი"
ბულგარეთი - ირლანდია 1:2
გოლები: 1:0 პეტკოვი (6), 1:1 აზაზი (21), 1:2 დოერტი (42)

- ესპანეთის ეროვნული გუნდი ბოლო 17 დაპირისპირებაში დაუმარცხებელია - 14 მოგება და 3 ფრე.

საპასუხო შეხვედრები 23 მარტს გაიმართება.

alt3:0 - საქართველოს ნაკრებმა ერევანში სომხეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
თურქებო გელოდებით სექტემბერში დათქმულ დროს თბილისში. ა ლიგაში კი არა კოსმოსში რომ ახვიდეთ მაინც დედამიწაზე ჩამოგიყვანთ. ჯგუფის იმ თამაშს არ შეგარჩენთ.
G.LA
05:06 21-03-2025
8
სომხეთთან როგორც ვითამაშეთ მაგ თამაშით გაგვიჭირდება თურქეთთან!!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული