This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
როგორც იცით, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები E ჯგუფში ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს და თურქეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდება.
ესპანეთმა სტუმრად კაცნაკლულ ნიდერლანდებთან ფრეს (2:2) მიაღწია, თურქეთმა კი სახლში უნგრეთს 3:1 სძლია და მომავალ სეზონში ერთა ლიგის A დივიზიონში ასპარეზობისკენ ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება ბულგარეთს, საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან 1:2 წააგო.
როტერდამი. „დე კუიპი“
ნიდერლანდები - ესპანეთი 2:2
გოლები: 0:1 ნ. უილიამსი (9), 1:1 გაკპო (28), 2:1 რეინდერსი (46), 2:2 მერინო (90+3)
გაძევება: ჰატო (81, ნიდერლანდები)
სტამბოლი. „რამს პარკი“
თურქეთი - უნგრეთი 3:1
გოლები: 1:0 კეკჩიუ (9), 1:1 შეფერი (25), 2:1 აკტიურკოღლუ (69), 3:1 კაჰვეჩი (73)
პლოვდივი. "ხრისტო ბოტევი"
ბულგარეთი - ირლანდია 1:2
გოლები: 1:0 პეტკოვი (6), 1:1 აზაზი (21), 1:2 დოერტი (42)
- ესპანეთის ეროვნული გუნდი ბოლო 17 დაპირისპირებაში დაუმარცხებელია - 14 მოგება და 3 ფრე.
საპასუხო შეხვედრები 23 მარტს გაიმართება.
3:0 - საქართველოს ნაკრებმა ერევანში სომხეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]