
მატჩამდე
საქართველოს სპორტის სამინისტროსა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელშეწყობით, სომხეთში გამგზავრება და ყველაფერზე ადგილიდან დაკვირვება მატჩის წინა დღიდან შევძელით. სომეხი გულშემატკივრები აშკარად აღიარებდნენ, საქართველოს დღევანდელ ნაკრებთან ისინი
აუტსაიდერები იყვნენ. ხვიჩა კვარაცხელიას მოწიწებით ახსენებდნენ...
წარსული საფეხბურთო დაპირისპირებებიდან და მატჩის პრინციპულობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ბრძოლის მოლოდინი იყო, რაც არ შედგა.
მოგეხსენებათ, შეხვედრა ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე ჩატარდა. იქნებ სომხური ფეხბურთის ახალ სისხლს ძველი სტადიონის რეკონსტეუქცია

შემადგენლობა და ტაქტიკა
გურამ კაშიას არყოფნაში ვილი სანიოლმა ჩათვალა, რომ სამმცველიან ტაქტიკის შუაში მისი პირდაპირი შემცვლელის პოვნა გაუჭირდებოდა, ამიტომ სიახლისთვის კარგი დრო იყო. შეხვედრის ბოლოს ფრანგი მწვრთნელი სამ უკანახაზელზე მაინც გადავიდა და იქ ცენტრალური ადგილი საბა გოგლიჩიძეს ჩააბარა; ოთარ კიტეიშვილი იმ პოზიციაზე ვიხილეთ, სადაც გუნდში ვხედავთ, "ათიანზე". ის მშვენიერი იყო, უბრალოდ ნაკრებში მისი თამაში "ექვსიანის" პოზიციაზე იმის შემძენი გვგონია, რაც გუნდში სხვას ნაკლებად შეუძლია...
მატჩი
შეხვედრა მძიმედ დაიწყო. საქართველოს ნაკრებს ბურთის გათამაშება და პრესინგის დაძლევა უჭირდა, მოწინააღმდეგე სივრცეებს არ აძლევდა და თვითონ ცდილობდა, ის აქეთ ეპოვნა. ცოტა ხანში კარგად გამოჩნდა, საქმე სხვადასხვა კლასის გუნდებთან რომ გვქონდა და როცა ასეთ დროს ხდება ხოლმე, ერთი მახვილგონივრული პასი თუ მოქმედება მატჩის სცენარს ატრიალებს. ასე იყო ახლაც, რამაც "ჯვაროსნებს" "ფრთები შეასხა" და მოედნის ყველა მონაკვეთში სიტუაციას აკონტროლებდა.
ეს არ იყო შეხვედრა, სადაც ყოველთვის შეიძლება ვითარება შეიცვალოს, ერთმა გოლმა დაძაბოს და ა.შ. საქართველის ნაკრები აღარც ის გუნდია, პრობლემები გამოიგონოს, სიტუაციის კონტროლი დაკარგოს და ეგოიზმმა გუნდურობა ჩამოშალოს.

ის, რაც ახალია
საბა გოგლიჩიძეს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, ისე კი მისი შესაძლებლობების შესახებ კარგად ვიცით. მატჩდეც დავწერეთ, "ემპოლის" მცველი ახალ სიტყვას იტყოდა და ასეც მოხდა. გოგლიჩიძე არა უბრალოდ კარგად თამაშობს ფეხით და პასებს აკეთებს, არამედ შეუძლია, ცენტრამდე ამოიწიოს და ნახევარმცველის ფუნქციებიც კი შეითავსოს. თანამედროვე ფეხბურთისთვის ეს მნიშვნელოვანი ამბავია.
ორთაბრძოლების დროსაც ვნახეთ, საბას იტალიური სკოლა როგორ ეხმარება, საკმაოდ ხისტი და თამამია.
საინტერესოა, რომ საერთაშორისო გვერდებზე გოგლიჩიძეს გუნდში ყველაზე დაბალი (კვეკვესკირის შემდეგ) შეფასება აქვს, რაც იმით უნდა იყოს გამოწვეული, რამდენჯერმე პოზიციური შეცდომა დაუშვა. ეს ისაა, გამოცდილებითა და შეთამაშებით რომ დაიძლევა. მთავარია, საკუთარ თავზე მუშაობა არ შეჩერდეს!
კიდევ ერთი სიახლე იმას დაუკავშირდა, ქართველმა მეკარემ საგოლე პასი რომ გააკეთა. ეს ისაა, რაც გიორგი მამარდაშვილს "ლივერპულისა" და ალისონის შემცვლელის გზაზე აუცილებლად დაეხმარება.
სომხეთთან თბილისში კვარაცხელიაც ითამაშებს...

დამაინც...
საქართველოს ნაკრებს ახლა სწორება შემოდგომასა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე აქვს. შესაბამისად, ყველაფერი მასთან მიმართებაში უნდა განვიხილოთ. გამარჯვების შემდეგ ნეგატივზე ყურადღდბის გამახვილება თითქოს არც ღირს, არადა, სწორედაც რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რისი შეცვლაა საჭირო და რა შეიძლება უკეთ. თანამედროვე ფეხბურთისკენ სვლა კარგია, მაგრამ ამ გზაზე კიდევ უფრო მეტი გვურს, მუნდიალზე თამაში.
საქართველოს ნაკრებს და მის თითოეულ წევრს მადლობა ეკუთვნის იმ მცდელობისთვის, ფეხბურთით დიდი სიამოვნება რომ მივიღოთ!..
3:0 - საქართველოს ნაკრებმა ერევანში სომხეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
სანიოლი: დღეს აქცენტი ცვლილებებსა და მეტ დისციპლინაზე გავაკეთეთ
ტოპ დონის ფეხბურთელები - კვარაცხელია, მამარდაშვილი, მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე.
მაგარი ფეხბურთელები - კაშია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი.
კარგი ფეხბურთელები - გუგეშაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, ზივზივაძე.
ვინც უნდა მოუმატოს - გოგლიჩიძე, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, მექვაბიშვილი.
ვეტერანები - ლორია, კვეკვესკირი, შენგელია, ლობჟანიძე, ქვილითაია.
პერსპეტიულები - გულიაშვილი, ხარებაშვილი, სალია, ლაცაბიძე, ლომინაძე, კვერნაძე, ლორთქიფანიძე.
ძირითადად ესაა ჩვენი ავლა-დიდება. გვყავს კიდევ ნონიკაშვილები, მამაგეიშვილები, გაგნიძეები და სხვებიც. ყველას წარმატებას ვუსურვებ და ყოველი შემთხვევისთვის გავიხსენებ - ოთარ ქორიძემ დინამოში 29 წლის ასაკში დაიწყო თამაში და მერს საკავშირო ნაკრებშიც ითამაშა რამდენჯერმე. ანუ, მთავარი შრომაა.
გვყავს მაგარი მთავარი მწვრთნელი, რომელიც მართალია თითქმის გამოუცდელი მოვიდა ნაკრებში, მაგრამ გუნდთან ერთად გაიზარდა და ეს მოხდა იმის გამო, რომ დისციპლინა დაამყარა მინდორზე და მის გარეთ, თავდაჯერება ასწავლა ფეხბურთლებს, გამარჯვებულის მენტალიტეტი გადასცა. ამიტომაა, რომ ჩვენი გუნდი ნებისმიერთან მოსაგებად გადის მინდორზე.
მადლობა ვილის, მადლობა ბიჭებს.
წინ საქართველო!