ვან ტ'სხიპი: ამ ორ მატჩს გავარჩევთ - უკვე პირველი შეხვედრის შემდეგ ფედერაციასთან საუბარი ჩანიშნული იყო

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან პლეი-ოფის საპასუხო მატჩის 1:6 წაგების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს სომხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა უპასუხა:

"მიქაუტაძეზე უკვე ვისაუბრე. როცა "აიაქსის" მწვრთნელად დავინიშნე, გიორგი ასეთ ფორმაში არ იყო. მისი გასხვისება კლუბმა ფინანსური მოტივაციითაც გადაწყვიტა. მე მასთან სულ 4 კვირა ვიყავი და ვიცოდი, რომ კარგი ფეხბურთელი იყო. საბოლოოდ, ის მოხდა, რაც ყველასთვის კარგი იყო, მიქაუტაძეს საფრანგეთში დაბრუნება ძალიან უნდოდა.

როცა ნახევარი საათის შემდეგ ასე აგებ, მთელი გუნდის გამოცვლაც კი შეგიძლია. გადავწყვიტე ცვლილებები ნახევარდაცვაში გამეკეთებინა. კი, შეცვლების შემდეგ
უფრო ცოტა გავუშვით და უკეთ გამოვიყურებით, მაგრამ ის, რომ პირველივე ტაიმში სამმაგმა შეცვლამ რამე შედეგი მოიტანა, ამ ფონზე ამაზე საუბარი რთულია.

ამ ორ მატჩს გავარჩევთ. უკვე პირველი შეხვედრის შემდეგ ფედერაციასთან საუბარი ჩანიშნული იყო".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყაზბეგში ადი სუფთა ჰაერი ჩაისუნთქე, იქ რამე გასტხიფე და თბილისიდან სახლში გადაფრინდი გირჩევნია. სომხებმა თუ პირველი წაგების მერე სხოდკაზე დაგიბარეს ცოდათ გქონია საქმე. ვინ სომეხი ოგაპატიებს ჩვენთან განადგურებას?
G.LA
01:32 24-03-2025
1
მიქაუტაძემ ხო დაგამახსოვრა თავი რაც მთავარია სადაც არ უნდა იყო და რა დროც არ უნდა გავიდეს. ჯერი აიაქსზეა, მჯერა სადღაც გადაიკვეთებიან
რაბუ
01:11 24-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული