9:1 ორი მატჩის ჯამში - საქართველოს ნაკრებმა სომხეთს ისევ დამაჯერებლად მოუგო და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 6:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

ჩვენმა გუნდმა გასვლაზე 3:0 მოგებული პირველი შეხვედრისგან განსხვავებული ძირითადი შემადგენლობით დაიწყო თამაში - დისკვალიფიკაციის შემდეგ კაშია და კვარაცხელია დაბრუნდნენ და მწვრთნელმა სანიოლმა აზაროვის და კვეკვესკირის ნაცვლად სასტარტოში წიტაიშვილი და მექვაბიშვილი დააყენა. „ჯვაროსნებმა“ თავიდანვე შეუტიეს, წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი კიტეიშვილმა დაარტყა და აროიანისგან რიკოშეტით ჩანჩარევიჩის კარში გავიდა. შემდეგ მეტოქის კარი ქართველმა ფეხბურთელებმა კიდევ ოთხჯერ
დალაშქრეს (ჩაკვეტაძემ და კიტეიშვილმა გაიტანეს, მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა). გუნდების კლასში სხვაობა უზარმაზარი იყო და მეტოქის მწვრთნელმა ტ'სხიპმა პირველივე ტაიმში სამმაგი ცვლილება განახორციელა.

შესვენების შემდეგ სევიკიანმა ეფექტური გოლით ანგარიში შეამცირა. თუმცა, მერე მექვაბიშვილის კარგი პასით კვარაცხელიამ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - სომხეთი 6:1
გოლები: 1:0 აროიანი (4, საკ. კარში), 2:0 მიქაუტაძე (14), 3:0 ჩაკვეტაძე (23), 4:0 კიტეიშვილი (27), 5:0 მიქაუტაძე (35), 5:1 სევიკიანი (48), 6:1 კვარაცხელია (62)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე (დვალი 69), კაშია, წიტაიშვილი (გულიაშვილი 69), ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი (ზარია 77), ჩაკვეტაძე (შენგელია 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 77)

altმატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!

მკითხველის კომენტარები / 39 /
გუნდი 10+ სანიოლი და სამწრთნელო შტაბის ტაქტიკა ნული,ბევრი რომ არ გავაგრძელო დანარჩენს რეალობა გვაჩვენებს ავდივართ თუ ჩამოვდივართ
სვანსკი
11:40 24-03-2025
9
სანიოლსაც კი ჭკუას ვასწავლით და განსწავლულობას ვუწუნებთ … საინტერესოა უბნის თასი მაინც თუ მოუგია ვინმეს, ვისაც მწვრთნელის კომპეტენციაში შეაქვს ეჭვი. ელემენტარულად ჩაკვეს კალენდარს მაინც ჩახედეთ პრმიერშიფში
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული