სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, E ჯგუფში საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქეებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები ჩაატარეს და თურქეთისა და ბულგარეთის შემდეგ ჩვენი გუნდის მომავალი მესამე მოწინააღმდეგე გაირკვა - ესპანეთი.

ესპანეთისა და ნიდერლანდების საპასუხო 1/4-ფინალიც 2:2 დასრულდა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა. 103-ე წუთზე იამალმა მასპინძლები დააწინაურა, თუმცა 109-ე წუთზე სიმონსმა ანგარიში გაათანაბრა, საბოლოოდ 3:3, პენალტების სერიაში კი „ფურია როხამ“ იმარჯვა. შეგახსენებთ, „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა, მისი ნება რომ იყოს, მეტოქედ ნიდერლანდები ურჩევნია.

თურქეთმა უნგრეთს ისევ მოუგო და ერთა
ლიგის A დივიზიონში გადავიდა, ხოლო ბულგარეთი ირლანდიასთან ისევ დამარცხდა და C დივიზიონში დარჩა.

ვალენსია. „მესტალია“
ესპანეთი - ნიდერლანდები 3:3 (ძირ. დრო 2:2, პენ 5:4) (პირველი შეხვედრა 2:2)
გოლები: 1:0 ოიარსაბალი (8, პენ), 1:1 დეპაი (54, პენ), 2:1 ოიარსაბალი (67), 2:2 მატსენი (79), 3:2 იამალი (103), 3:3 სიმონსი (109, პენ)

ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“
უნგრეთი - თურქეთი 0:3 (1:3)
გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (37, პენ), 0:2 გიულერი (39), 0:3 ბარდაკჯი (90)

დუბლინი. „ავივა სტადიუმი“
ირლანდია - ბულგარეთი 2:1 (2:1)
გოლები: 0:1 ანტოვი (30), 1:1 ფერგიუსონი (63), 2:1 იდა (84)


მკითხველის კომენტარები / 20 /
1. არ უნდა გვეშინოდეს. ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია.
2. სტადიონზე ვინც მოაწყო პროვოკაცია, პოლიციამ უნდა ნახოს და დაიჭიროს. მთავარია პროვოკაციის ორგანიზატორების დასჯა. აუცილებელია მათი სახელების გამოქვეყნება.
პატარა ბელადის პატარა ბოტოფერმის დიდი უფროსი
03:34 24-03-2025
5
ჩვენს მეტი მაგათ მომგები არვინაა. ერთხელ ხომ გადაგვირჩნენ , ბოლო წუთებზე შემოგვიტრიალეს თამაში თბილისში 1-2. ახლა დროა მოქმედი ჩემპიონები დავამარცხოთ.
G.LA
03:05 24-03-2025
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული