"შვებულებისას კი არ ვისვენებდი, არამედ ვვარჯიშობდი. შეკრებაზე ინდივიდუალური პროგრამით ვივარჯიშებ. ექიმები მპირდებიან, რომ ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში თამაშს შევძლებ. ისინი შეამოწმებენ ჩემს მდგომარეობას.
ტრავმა მქონდა, შემდეგ მწყობრში ჩავდექი, ახლა ისევ ტრავმირებული ვარ. ამას ძალიან განვიცდი, ამაზე ვფიქრობდი. მინდა ვითამაშო და დავამტკიცო, რომ "სპარტაკში" ასპარეზობის ღირსი ვარ. ახლა სრულად გადავეწყე ფეხბურთზე და თქვენს გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა ჯანომ.
შეგახსენებთ, რომ ჯანომ ტრავმა
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე პირველ შეხვედრას 6 სექტემბერს გამართავს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აგვისტოს დასაწყისში ანანიძე უკვე ძირითად გუნდთან ეთად ივარჯიშებს, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ჯანო იმ დროისთვის სრულიად ჯანმრთელი იყოს.
ჯანო ანანიძეს კონკურენტები აკლდებიან, მასიმო კარერა კი მის გამოჯანმრთელებას ელის
ჯანო ანანიძემ ოპერაციის შემდეგ სატრენაჟორო დარბაზში პირველად ივარჯიშა
კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ბიჭო - მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძეს კარიკატურა მიუძღვნა [PHOTO]