ჯანომ დაბრუნების თარიღი დაასახელა - ანანიძე შესაძლოა ეროვნულ ნაკრებს ყაზახეთთან მატჩში დაეხმაროს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" Twitter-ის ოფიციალურმა გვერდმა ჯანო ანანიძის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის თავის ტრავმასა და დაბრუნების თარიღზე საუბრობს.

"შვებულებისას კი არ ვისვენებდი, არამედ ვვარჯიშობდი. შეკრებაზე ინდივიდუალური პროგრამით ვივარჯიშებ. ექიმები მპირდებიან, რომ ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში თამაშს შევძლებ. ისინი შეამოწმებენ ჩემს მდგომარეობას.

ტრავმა მქონდა, შემდეგ მწყობრში ჩავდექი, ახლა ისევ ტრავმირებული ვარ. ამას ძალიან განვიცდი, ამაზე ვფიქრობდი. მინდა ვითამაშო და დავამტკიცო, რომ "სპარტაკში" ასპარეზობის ღირსი ვარ. ახლა სრულად გადავეწყე ფეხბურთზე და თქვენს გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა ჯანომ.

შეგახსენებთ, რომ ჯანომ ტრავმა
24 მარტს ლიტვის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე პირველ შეხვედრას 6 სექტემბერს გამართავს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აგვისტოს დასაწყისში ანანიძე უკვე ძირითად გუნდთან ეთად ივარჯიშებს, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ჯანო იმ დროისთვის სრულიად ჯანმრთელი იყოს.

altჯანო ანანიძეს კონკურენტები აკლდებიან, მასიმო კარერა კი მის გამოჯანმრთელებას ელის

altჯანო ანანიძემ ოპერაციის შემდეგ სატრენაჟორო დარბაზში პირველად ივარჯიშა

altკეთილი იყოს შენი დაბრუნება, ბიჭო - მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძეს კარიკატურა მიუძღვნა [PHOTO]

altჯანო ანანიძე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ჯანო რაც გაგიცდა საკმარისია, მალე გამოჯამრთელებას გისურვებ, უთამაშებელ თამაშს რაც შეეხება დარწმუნებული ვარ ჯანო სულ რომ არ თამაშობდეს კანკავას მსგავსად საქართველოს ნაკრებში თავს დადებს და შესაძლებლობის მაქსიმუმს გაიღებს, თან კარგად იცით რა შეუძლია? ის ხომ ერთი დარტყმით თამაშის სურათს ცვლის არ დაგავიწყდეთ. ღმერთი შენსკენ პატარა კაციიიიიიი
roma
10:37 18-06-2018
1
უთამაშებელი მნიშვნელოვან მატჩში? ცუდი აზრია
Zorbegi
00:45 18-06-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული