გიორგი მაკარიძე "რიო ავეში" დარჩება და სავარაუდოდ, კლუბის პირველი მეკარე გახდება

AutoSharing Option
პორტუგალიური პრესის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე მომდევნო სეზონშიც "რიო ავეს" კარს დაიცავს.

28 წლის ქართველ კარის დარაჯს გასულ სეზონში არცერთ მატჩში არ უთამაშია, თუმცა მომდევნო სეზონში უფრო მეტი შანსი მიეცემა.

საქმე იმაშია, რომ "რიო ავე" ძირითადმა მეკარე კასიომ დატოვა და სათამაშოდ საუდის არაბეთში გადაბარგდა.

გავრცელებული ცნობით, პორტუგალიურ კლუბს მაკარიძის შენარჩუნება იმიტომ სურს, რომ ქართველს ძირითადის მეკარედ განიხილავს.

"რიო ავეში" კიდევ ორი მეკარე, 20 წლის კარლოს ალვეში და 26 წლის რუი გაბრიელ პინირიო ვიეირა ირიცხებიან.

მაკარიძის კლუბი ევროპის ლიგის
საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

altქართული მიდი-მოდი... კვირკველიას ვარიანტი პრემიერლიგაში, არაბიძის მოლოდინი და უკლუბოდ დარჩენილი ფეხბურთელები

altგიორგი მაკარიძეს "რიო ავეში" ისევ არ ათამაშებენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული