mercurynews-ი აღნიშნავს, რომ 10 თვის წინ დანიშნულმა შტარემ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და ისე მოხსნეს, რომ სეზონის დასრულებაც არ აცალეს, მის ნაცვლად კი დროებით გუნდი მისსავე თანაშემწეს სტივ რალსტონს ჩააბარეს. რალსტონი "სან ხოსეს" ჩემპიონატის დარჩენილ 6 მატჩში უხელმძღვანელებს.
წერილში ნათქვამია, რომ ეს მიწისძვრას ჰგავს, დაცვაში გუნდის თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და თვით ქართველი ცენტრალური მცველის გურამ კაშიას დამატებამაც ვერ უშველა წამხდარ საქმეს.
რალსტონი
"სან ხოსე" 28 ტურის შემდეგ 20 ქულით ბოლო ადგილზეა. ამ სეზონში გუნდის თავდამსხმელმა ვაკო ყაზაიშვილმა 9 გოლი გაიტანა.
ქართველების "სან ხოსე" "კანზას სიტისთან" განადგურდა
ვაკოს დუბლი და საგოლე გადაცემა - ქართველის სუპერმატჩი ამერიკაში [VIDEO]