ქართული ლეგიონის "შაბათობა" - 4 გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
შაბათს, 22 სექტემბერს არაერთმა ქართველმა ლეგიონერმა იასპარეზა და ოთხმა მათგანმა გოლიც გაიტანა.

დანია. სუპერლიგა. მე-10 ტური. რანდერსი - ვენდსისელი 2:0. 2 617 მაყურებელი. მასპინძელთა გუნდის ლიდერმა საბა ლობჟანიძემ გოლი გაიტანა. ის სასტარტოში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს.


ესპანეთი. სეგუნდადივიზიონი. მე-6 ტური. სარაგოსა - ლუგო 0:2. 23 111 მაყურებელი. "სარაგოსას" ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, ხოლო "ლუგოს" ჰავბეკმა გიორგი აბურჯანიამ შეუცვლელად იასპარეზა და ყვითელი ბარათი მიიღო.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა. მე-5
ტური. სანტა კლარა - რიო ავე 1:3. 3 199 მაყურებელი. სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მაკარიძე განაცხადში არ იყო.

ავსტრია. ბუნდესლიგა. მე-8 ტური. შტურმი - მატერსბურგი 1:2. 6 958 მაყურებელი. გრაცელთა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

რუსეთი. მე-8 ტური. არსენალი - რუბინი 2:2. 11 805 მაყურებელი. ტულელთა მცველმა გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა.

როსტოვი - უფა 0:0. 35 337 მაყურებელი. უფელთა მცველმა ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ენისეი - ურალი 0:0. 12 098 მაყურებელი. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ტრავმირებულია.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. მე-9 ტური. კრაკოვია - ვისლა 3:1. 4 121 მაყურებელი. სტუმართა გუნდის ჰავბეკი გიორგი მერებაშვილი სათადარიგო ოყო.

ლიეტუვა. A ლიგა. 26-ე ტური. შტუმბრასი - კაუნო 0:0. 100 მაყურებელი. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ლევან მაჭარაშვილი სასტარტოში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

ესტონეთი. მეისტრილიგა. 29-ე ტური. ფლორა - ვაპრუსი 3:0. 366 მაყურებელი. ტალინელთა ფორვარდმა ზაქარია ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 90+2-ე წუთზე გაიტანა გოლი.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. 26ე ტური. ატირაი - კიზილ ჟარი 3:2. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გოლი გაიტანა.

ჟეტისუ - კაირატი 1:0. მასპინძელთა გუნდის მცველმა ლაშა კასრაძემ შეუცვლელად ითამაშა.

აკტობე - ტობოლი 3:1. კუსტანაელთა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია.

უნგრეთი. თასი. ბალესჟეკი - დოჟა 1:7. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა და გოლი გაიტანა.

კომარომი - პუშკაშ აკადემია 1:3. "პუშკაშის" თავდამსხმელს ბაჩანა არაბულს არ უთამაშია.

აშშ. MLS. 29-ე ტური. ლოს ანჟელესი - სან ხოსე 2:0. 22 000 მაყურებელი. სტუმართა გუნდის ქართველმა ლეგიონერებმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

altქართული ლეგიონის ამბები: ლუკა ზარანდიას ბრწყინვალე დრიბლინგი და გამარჯვების მომტანი საგოლე გადაცემა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
და ისევ ბეგლარაშვილი...ამ ბიჭს წარმატებები..თქვენ კი გცხვენოდეთ!!თუგაქვთ ეს გრძნობა საერთოდ(((
euhh
14:03 23-09-2018
10
Rat gvinda beglarishvili ebralidze zarandia erovnulshi .. yvela tamashs tamashoben taviant klubebshi da daglilebinarian dasveneba xom undat . Vatashot visac ar atamasheben albat am logikit miyveba profesionali vaissi hm....
Emigrantim
15:26 23-09-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული