კახა ცხადაძე: ჩემს ფეხბურთელებს შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში უნარები აკლიათ

AutoSharing Option
ყაზახური "ორდაბასის" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის "ტობოლთან" (0:1) მარცხის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

ქართველის თქმით, მისი გუნდის ფეხბურთელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში გარკვეული უნარები აკლიათ. ამიტომ შეტევის გოლით დასრულება უჭირთ.

"ორივე გუნდისთვის რთული თამაში იყო. ვფიქრობ, პირველ ტაიმში მშვენივრად ვითამაშეთ, ბოლო ფაზაში კი გამბედაობა და უნარები არ გვეყო. პოზიციურად დაცვაშიც და შეტევაშიც მშვენივრად ვიდექით. გოლის უამრავი შანსი გვქონდა, თუმცა შეტევის დასრულება არ გამოგვდის და ამ მხრივ, დიდი პრობლემები გვაქვს. სამწუხაროდ, მომენტები ისეთ მატჩში ვერ გამოვიყენეთ, სადაც
ერთი გოლი ყველაფერს წყვეტს, დამაგვირგვინებელ ფაზაში "ტობოლი" უკეთესად თამაშობს. ამიტომ ჩვენი ერთადერთი პრობლემა ამ კომპონენტში სუსტი თამაშია" – განაცხადა კახა ცხადაძემ.

ამ მარცხის შემდეგ "ორდაბასი"  მე-6 პოზიციას იკავებს, "ტობოლი" კი მე-3-ა.

altკახა ცხადაძე: ზოგიერთი ფეხბურთელი ვერ აკმაყოფილებს იმ დონეს, რისი ნახვაც გვსურს

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ არ მოსწონდა ფეხბურთელები, რას თანხმდებოდა მწვრთნელობას.
ყაზახი გულშემატკივარი
22:28 01-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული