გიორგი პაპუნაშვილი: როგორც ყოველთვის, საქართველოში ეს ამბავი გააბუქეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "სარაგოსას" შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ტრავმირებულია. ჩვენ ქართველ ფეხბურთელს დავუკავშირდით და მისი მდგომარეობის შესახებ ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, საინტერესოა, როდის შეძლებ დაბრუნებას და რეაბილიტაციის რა ეტაპზე ხარ?
- ამ დროისთვის მკურნალობის პროცესში ვარ. ყოველდღე უკეთესად ვგრძნობ თავს, მაგრამ კონკრეტული რიცხვი არ ვიცი დაბრუნების. როდესაც სრულიად გამოვჯანმრთელდები, ამის შემდეგ დავიწყებ ვარჯიშს და თამაშს.

- სანამ ტრავმას მიიღებდი, "ალმერიასთან" დაპირისპირების შემდეგ გულშემატკივრებისა და თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყევი. როგორა გაქვს ახალ მდგომარეობა გუნდში?

- რაც შეეხება ამ შემთხვევას, როგორც
ყოველთვის, საქართველოში ეს ამბავი გააბუქეს და დაწერეს ისეთი რაღაცები, რაც რეალობას აცდენილია. აქედან გამომდინარე, თავს შესანიშნავად ვგრძნობ გუნდში. ეს ფეხბურთია და შეიძლება მოხდეს ისეთი რაღაც, რაც მაგალითად, მე გადამხდა. მაგრამ ამას არ უმოქმედია არცერთ საკითხში ჩემს კარიერაზე.

- "სარაგოსა" მიმდინარე სეზონში ისე ვეღარ ასპარეზობს, როგორც წინაზე. ბოლო შეხვედრებია, კლუბს მოგება არ აქვს. რამ გამოიწვია ასეთი დისბალანსი?
- კონკრეტულად არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ. ყველაფერმა ერთად: ახალწვეულები, ახალი მწვრთნელი. ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა. ამას დაემატა სეზონის დაწყებამდე ბევრი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის ტრავმები. ახლა ახალი მწვრთნელი გვყავს და ვფიქრობ, გუნდი დალაგდება, შემდეგ კი გამოვა ამ მძიმე პერიოდიდან. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ამის დაძლევა.

- საქართველოს ნაკრებზე რომ გვითხრა, რა შანსები გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის და როგორ შეაფასებდი ნაკრების ბოლო თამაშებს?
- საქართველოს ნაკრების პროგრესი ნათლად მეტყველებს ბოლო თამაშებზე. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ასე რომ, ყველაფერი ჩვენს ხელშია და მჯერა, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია.

altრას ჰგავს ეს? - გიორგი პაპუნაშვილი შეცდომის გამო თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა არ დაინდეს

altEldesmarque.com: არავინ იცის, როდის მოახერხებს პაპუნაშვილი დაბრუნებას

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული