"კრილია სოვეტოვის" გენერალურმა დირექტორმა ვიტალი შაშკოვმა სამარის გუბერნიის დუმის თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრ სტეპანოვის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ მეკარე გიორგი ლორიას სერგეი რიჟიკოვით შეცვლა შეცდომა იყო.
"ეს მწვრთნელის ანდრეი ტიხონოვის გადაწყვეტილება იყო. მან გვაცნობა, რომ ლორიაზე იმედს აღარ ამყარებდა. გუნდში უკვე იყო ორი თანაბარძალოვანი მეკარე, თანაც, გიორგი ლეგიონერი გახლდათ და მისი განაცხადში შეყვანა იმ მომენტისთვის არ შეიძლებოდა. ამის გამო იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება. საჭირო იყო მოლოსთვის ერთი ვაკანტური ადგილის განთავისუფლება.
ხაზს ვუსვამ, რომ ლორიას დიდ პატივს ვცემდი. ტიხონოვმა ჯერ
კიდევ ზაფხულის შეკრებისას გვაცნობა, რომ ლორიაზე იმედს არ ამყარებდა და გვთხოვა, სხვა გამოცდილი მეკარე მოგვენახა.
მოკლე დროში ლორიასთვის ახალი გუნდი ვერ მოინახა, ვერც იჯარით ვერ გავუშვით სხვა გუნდში. მას კონტრაქტის გაწყვეტაზე მოველაპარაკეთ. კლუბი ვალდებული იყო კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა გადაეხადა. ამ თანხის გადაუხდელობამ გამოიწვია რუსეთის ფეხბურთის კავშირის სანქციები", - განუცხადა შაშკოვმა კლუბის საიტს.
სტეპანოვმა აღშფოთება გამოთქვა ლორიას გაშვების გამო, ხაზი გაუსვა, რომ მან ერთა ლიგაზე კარგად ითამაშა, 38 წლის მეკარით შეცვალეს და მთლიანობაში ეს კლუბს ძალიან ძვირად დაუჯდა.