"პაულინიო, ბეგლარიშვილი, მესი" - ვინ იბრძვის 2018-19 წლების სეზონის "ოქროს ბუცისთვის"?

AutoSharing Option
გუშინ, 18 დეკემბერს "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესის "ოქროს ბუცი" გადასცეს, მას ჯილდო 2017-18 წლების სეზონში გატანილი ყველაზე მეტი ბურთისთვის გადაეცა (34 გოლი).

მეორე ადგილი "ლივერპულის" ეგვიპტელმა შემტევმა მოჰამედ სალაჰმა დაიკავა (32 გოლი), მესამე პოზიციაზე კი "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინია (30 გოლი).

ყველა ლიგას თავისი კოეფიციენტი გააჩნია, ყველაზე რთულ ჩემპიონატებში გატანილი გოლები 2-ზე მრავლდება, ყველაზე სუსტ ჩემპიონატებში გატანილები კი 1-ზე.

ჩვენი ყურადღება 2018-19 წლის "ოქროს ბუცის" გათამაშების საუკეთესო ხუთეულმა მიიპყრო, რომელშიც ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა.

ტალინის "ფლორას" ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც მალე
ესტონურ პასპორტს აიღებს, 30 გატანილი გოლით მესამეა.

საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება:

1. ლილიუ ("კალჯუ") ესტონეთი. 31 გოლი (X1) - 31 ქულა
2. პაულინიო ("ჰაკენი") შვედეთი. 20 გოლი (X1.5) - 30 ქულა
3. ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა") ესტონეთი. 30 გოლი (X1) - 30 ქულა
4. ლიონელ მესი ("ბარსელონა") ესპანეთი. 14 გოლი (X2) - 28 ქულა.
5. პატრიკ ჰობანი ("დუნდალკი") ირლანდია. 28 გოლი (X1) - 28 ქულა.

თუმცა ლა ლიგისგან განსხავებით, როგორც ესტონეთის, ასევე შვედეთისა და ირლანდიის ჩემპიონატები დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხუთეულიდან ლიონელ მესის გარდა გოლების გატანას ვერცერთი ფეხბურთელი ვეღარ მოახერხებს.

altლიონელ მესიმ მე-5 "ოქროს ბუცი" მიიღო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული