უეფას ოფიციალურმა საიტმა ევროპის ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც შეუძლიათ წელს თავი წარმოაჩინონ და ვარსკვლავის სტატუსი მოიხვეჭონ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დასახელა და მოკლედ ასე დაახასიათა.
"გენტის 19 წლის შემტევი ნახევარმცველი სწრაფი და ტექნიკურია, ზოგიერთ საფეხბურთო წრეებში მას უკვე "ქართველ კაკად" მოიხსენიებენ".
გიორგი 2018 წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt.de-მ 2018 წლის ბოლოს TOP 15 ლიგის 20 წლამდე საუკეთესო მოთამაშეთა შორის დასახელა.
მან გასულ წელს ეროვნულ გუნდში 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა.