"ნასიონალის" მწვრთნელმა კოშტინიამ ქართველი ლეგიონერი გიორგი არაბიძე 28 დეკემბერს თასზე "ტონდელასთან" სათასო შეხვედრაში (1:2) შეუცვლელად ათამაშა, ის თავის გუნდში საუკეთესო იყო და გოლიც გაიტანა, მაგრამ პორტუგალიის ჩემპიონატზე "ვიტორიასთან" თადარიგში დატოვა.
"ნასიონალმა" გიმარეაშის "ვიტორიას" მე-15 ტურში 1:0 სძლია, 19 ქულით მე-11 ადგილზეა და 8 იანვარს სტუმრად ლიდერ "პორტუს" ხვდება.
გიორგიმ ამ სეზონში ტრავმის გამო ქვეყნის პირველობის მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.