ირაკლი ბუღრიძემ ბელგიაში გადასვლის შემდეგ ქართველ გულშემატკივარს მიმართა

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ირაკლი ბუღრიძე კარიერას ბელგიის პირველი დივიზიონის "ბეერხოსტში" გააგრძელებს.

21 წლის ფეხბურთელი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც "ჩიხურას" და გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

"დიდი მადლობა საჩხერის "ჩიხურას" ფეხბურთელებს, მენეჯმენტსა და მთელ პერსონალს, სამწვრთნელო შტაბს, ბატონ სოსო ფრუიძეს! მე თქვენი დამსახურებით შევძელი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და წარმატების მიღწევა. დიდი მადლობა ჩემს ყველა გულშემატკივარს, გია ჩიტაურს, ჩემს პირველ მწვრთნელებს: მიშა კობალაძეს და ლაშა გაფრინდაშვილს! თქვენს ამაგს არასოდეს დავივიწყებ და მაქსიმალურად ვეცდები, გავამართლო თქვენი იმედები." - წერს ირაკლი ბუღრიძე
Facebook-ზე.

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში ირაკლი ბუღრიძემ 35 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ის ეროვნული ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

altოფიციალურად: ირაკლი ბუღრიძე "ბეერსხოტში" ჩაირიცხა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიამ მუშა ბიჭია,ამიტომ იმედი მაქვს, ბელგიაში თავს დაიმკვიდრებს.წარმატებები.
სოსო
12:14 10-01-2019
0
ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ ბიჭმა ბელგიაში გადასვლით. თუ იშრომებს და მხოლოდ ფეხბურთით იცხოვრებს დარწმუნებული ვარ დიდ ფეხბურთს ითამაშებს. მთავარია ფულს არ დახარბდა და რუსეთ/უკრაინაში არ წავიდა. პიროვნულადაც ეტყობა კარგი ადამიანია. წარმატებები!
georgian
11:17 10-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული