29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ივანიშვილმა სასნოვიეცის "ზაგლებიესთან" კონტრაქტს ხელი სეზონის ბოლომდე მოაწერა.
როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, თბილისის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე კლუბში 2019 წლის ივნისამდე დარჩება, ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით კი, მისი გახანგრძლივება ერთი წლითაა შესაძლებელი.
გიორგი ივანიშვილმა გასული სეზონი თბილისის "დინამოს" რიგებში გაატარა და 28 ჩატარებულ მატჩში 3 გოლი გაიტანა.
"ზაგლებიე" პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში ბოლო, მე-16 ადგილს იკავებს.
პოლონური კლუბის რიგებში რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი გაბედავაც ჩაირიცხა.
17:45 25-01-2019
გიორგი ივანიშვილი "ზაგლებიეს" ფეხბურთელი გახდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული