შეკრებაზე მყოფმა სოსნოვიეცის "ზაგლებიემ", რომელშიც ახლახან ნახევარმცველი გიორგი ივანიშვილი და თავდამსხმელი გიორგი გაბედავა ჩაირიცხნენ, ჩეხეთის რანგით მეორე ლიგის "ზნოიმო" 4:2 დაამარცხა.
ორივე ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო. გაბედავამ შესვენებამდე ითამაშა და ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ივანიშვილმა შეუცვლელად იასპარეზა.
"ზაგლებიე" პოლონეთის ჩემპიონატის აუტსაიდერია და გადასარჩენად ქართველებს უხმეს. ექსტრაკლასა 9 თებერვალს განახლდება, ქართველების გუნდი კი ვროცლავში ადგილობრივ "შლიონსკს" შეხვდება.
გიორგი ივანიშვილი "ზაგლებიეს" ფეხბურთელი გახდა
გიორგი ივანიშვილი პოლონეთში სინჯებზე - ქართველმა გოლით დაიწყო [VIDEO]