კოშმარი - გიორგი გაბედავამ პოლონეთის ექსტრაკლასას სადებიუტო მატჩში 2 წუთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 თებერვალს, პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში გიორგი ივანიშვილისა და გიორგი გაბედავას "ზაგლებიე" ვროცლავში "შლიონსკთან" 0:2 დამარცხდა.

ორივე ქართველი ახალწვეული ძირითად შემადგენლობაში იყო და გაბედავა გააძევეს. მან 28-ე და 29-ე წუთებზე უხეშობისთვის მიიღო ყვითელი ბარათები. მის გაძევებას კლუბის საიტი კოშმარს უწოდებს.

რაც შეეხება ივანიშვილს, 61-ე წუთზე შეცვალეს.

"ზაგლებიე" 12 ქულით უკანასკნელ, მე-16 ადგილზეა და 16 თებერვალს "არკას" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხარაბაძე არ ხუმრობს საგოლე პასი წინა ტურში ეხლა გოლი. ყოჩაღ და რათქმაუნდა ნაკრებში უნდა დაუძახოს ვაისმა და შეაჩვიოს ნელ ნელა ძირითადსაც
გოგა
22:42 09-02-2019
0
ხარაბაძემ გაიტანა ციურიხში.

ნაკრებში დაუძახეთ ფლანგზე ივარგებს..
ჰამლეტი
22:11 09-02-2019
1

სიახლეები პოპულარული