გიორგი გაბედავას გუნდთან მატჩში ლუკა ზარანდიამ პენალტი მოინადირა

AutoSharing Option
16 თებერვალს, პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში "ქართული გუნდების" მატჩში "ზაგლებიემ" საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა "არკა".

ამ შეხვედრას სოსნოვიეცის 7 500-იან "ლუდოვის" სტადიონზე 3 029 მაყურებელი დაესწრო, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა - 3:2.

"ზაგლებიეში" გიორგი ივანიშვილი სათადარიგო იყო, გიორგი გაბედავამ კი გააძევეს წინა ტურში, მაგრამ რადგან პირდაპირი წითელი ბარათი არ მიუღია, ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით თამაშის უფლება მიეცა, ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.

რაც შეეხება "არკას" ნახევარმცველს ლუკა ზარანდიას, შეუცვლელად იასპარეზა და 45+1-ე წუთზე პენალტიც მოინადირა, რომელიც
დუბლის ავტორმა, მცველმა დამიან ზბოზიენმა გამოიყენა.

"არკა" 25 ქულით მე-11 ადგილზეა, "ზაგლებიე" კი 15 ქულით უკანასკნელ, მე-16 პოზიციაზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული