"მთავარი მწვრთნელი მელაპარაკა და მითხრა..." - რატომ არ შედგა ირაკლი ბუღრიძის ბელგიური დებიუტი?

AutoSharing Option
ფოტო: beerschotwilrijk.be

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის დასრულების შემდეგ 21 წლის შემტევი ირაკლი ბუღრიძე ბელგიის პროქსიმუს ლიგის (რანგით მეორე ლიგა) ერთ-ერთი ლიდერი კლუბის, "ბეერხოსტის" მოთამაშე გახდა.

ქართველის გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და დიდი ალბათობით, 2019-20 წლების სეზონს იუპერლიგაში გაატარებს.

Sportall.ge საჩხერის "ჩიხურას" ყოფილ ფეხბურთელს ბელგიაში დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა:

- ირაკლი, როგორ შეეწყვეთ ახალ გუნდს? მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- გუნდს ნამდვილად კარგად შევეწყვე, მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

- რამდენიმე თვე გავიდა, რაც
"ბეერხოსტის" მოთამაშე გახდით, თუმცა ჯერჯერობით სათამაშო დრო არ გეძლევათ. რა არის ამის მიზეზი?

- ორი თვეა, რაც "ბეერხოსტში" გადავედი და დებიუტი არ მქონია. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, მაგრამ მთავარი მწვრთნელი მელაპარაკა და მითხრა, რომ მალე მომიწევს თამაშები. უბრალოდ, ახლა გუნდს გადამწყვეტი შეხვედრები აქვს, თანაც ეს შემადგენლობა კარგად გამოიყურება და არ სურს რაიმე ცვლილების გაკეთება.

- როდის ელოდებით ოფიციალურ დებიუტს?
- ზუსტად ნამდვილად არ ვიცი, როდის შედგება ჩემი დებიუტი, მაგრამ ამისთვის, ვფიქრობ, რომ უკვე მზად ვარ და მოუთმენლად ველი.

- "გენტში" მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
- გიორგი ჩაკვეტაძეს "დინამოს" დუბლებიდან ვიცნობ და ბელგიაში რომ ჩამოვედი, რა თქმა უნდა, შევხვდი და გიორგი ქვილითაიაც გამაცნო. ჩვენი დასვენების დღეები თუ ემთხვევა ხოლმე, ვცდილობთ, რომ შევიკრიბოთ.

- ახლა 21-წლამდელთა ნაკრებს ამხანაგური მატჩები აქვს, იწყება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიც. სად გიხილავთ?
- სანაკრებო კარიერას რაც შეეხება, 21-წლამდელთა ნაკრებს ორი ამხანაგური მატჩი აქვს თბილისში - სლოვენიასთან და ისრაელთან და ამ თამაშებისთვის გამოძახებული ვარ, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის.

- გასული სეზონის შემდეგ "ჩიხურა" ბევრმა ლიდერმა დატოვეთ. როგორ გგონიათ, წელს რის მიღწევას მოახერხებენ საჩხერელები?
- მართალია, "ჩიხურა" ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ გუნდი დასუსტდა ან წელს ევროთასებისთვის ვეღარ იბრძოლებენ, მაგრამ ეს ასე არაა. წინა წელსაც ასეთი სიტუაცია იყო გუნდში და არავის სჯეროდა ჩვენი, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა და იმედი მაქვს, "ჩიხურას" ამ სეზონშიც წარმატებული წელი ექნება.

altირაკლი ბუღრიძე: ხელფასი რუსულმა და ყაზახურმა კლუბებმა უკეთესი შემომთავაზეს, მაგრამ...

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენი მიზანია აქედან წასული ფეხბურტელი ისე მაინც იკოს ტეორიულად მომზადებული რომ მასეტი დაბალი დონის გუნდების ძირიტადსჰი უპრობლემოდ ხვდებოდეს პირველ წელს.
cdcca
14:09 05-03-2019
5
ხო წინა წელსაც მასე იყო არავინ ელოდა და თქვენ ხო ითამაშეთ ჯგუფურ ეტაპზე:) 2 თვე 10 წუთი მაინც რო არ გათამაშებენ ან მწვრთნელია სულელი ან კიდე ფეხბურთელს თვლიან არაფლად.დაბრუნდი ბიძია სახლში
გოგა
12:44 05-03-2019
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული