"კრილია სოვეტოვში" ჯანო ანანიძის პრეზენტაციას 500 გულშემატკივარი დაესწრო

AutoSharing Option
ფოტო: kc-camapa.ru

"კრილია სოვეტოვმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დამატებული ფეხბურთელები გულშემატკივარს წარუდგინა.

გუნდი სამარაში პირველად შეიკრიბა. აქამდე ისინი შეკრებაზე იმყოფებოდნენ, განახლებული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა კი მოსკოვში "ლოკომოტივთან" (2:2) გამართეს, სადაც ქართველმა ნახევარმცველმა სადებიუტო გოლიც გაიტანა.

ფეხბურთელების წარდგენას 500 გულშემატკივარი დაესწრო.

ჯანო ანანიძე "კრილიაში" 10-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს. ის კლუბში სეზონის ბოლომდე მოსკოვის "სპარტაკიდანაა" განათხოვრებული.

მკითხველის კომენტარები / 5 /
2008 წელს სამარიდან დაგვბომბა რუსეთმა. რუსეთი ოკუპანტია. არდაბლოკოთ კომენტარი
irakli batumidan
20:12 06-03-2019
1
ყოჩაღ ჯანო ჯიგარი ხარ. გვეიმედები და გელოდებით ნაკრებში.
Geo_Dinamo
13:38 06-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული