პოლონეთის ექსტრაკლასას 25-ე ტურში ვატო არველაძის "კორონა" საკუთარ მოედანზე 2:6 დამარცხდა კრაკოვის "ვისლასთან".
ამ მატჩში არველაძემ დუბლი შეასრულა. მან მე-14 წუთზე საჯარიმოდან გახსნა ანგარიში, შემდეგ სტუმრებმა საპასუხო გოლი გაიტანეს, 29-ე წუთზე კი ვატომ მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი.
არველაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო.
მან პოლონეთის ჩემპიონატის 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
თუმცა, კელცელებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და დამარცხდნენ.
"კორონა" 36 ქულით მე-8 ადგილზეა და 16 მარტს სტუმრად "იაგელონიას" ეთამაშება.