Calcioweb.eu: გიორგი ჩაკვეტაძე კაკას ჰგავს, ის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge

იტალიური გამოცემა calcioweb.eu საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ სტატიას გვთავაზობს.

19 წლის ფეხბურთელი რუბრიკა "დღის ტალანტის" მთავარი გმირი გახდა.

"გიორგი ჩაკვეტაძე დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან უკვე დაიმკვიდრა ადგილი ბელგიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში. ის შესანიშნავი შემტევი ნახევარმცველია და ფლანგზე თამაშიც შეუძლია.

ის კლასიკური ათიანის სტილისაა და კარგი ფანტაზია მისი მთავარი იარაღია. ხშირად ბურთი სიღრმიდან ამოაქვს და შეტევას შესანიშნავად ავითარებს. იშვიათად უშვებს შეცდომებს და ბურთი ფეხზე იქამდე აქვს, სანამ საჭიროა. ჩაკვეტაძეს აქვს კარგი
მოედნის ხედვა. ამ კომპონენტებით კაკას ჰგავს, თუმცა მისგან განხვავებული შემტევი სტილი აქვს.

კარგი თამაშის გამო ბევრმა ევროპულმა კლუბმა მიაკითხა "გენტს", რათა ამ ახალგაზრდა კაცზე მეტი ინფორმაცია გაეგოთ.

გიორგი ჩაკვეტაძით "ბარსელონა", "ტოტენჰემი", "დორტმუნდი", "რომა" და "ლაციო" ინტერესდებიან და რაც უნდა მოხდეს, რომელიმე გრანდთან შეთანხმება შედგება", - წერს გამოცემა.

გიორგი ჩაკვეტაძე რამდენიმე კვირაა ტრავმირებულია. ახალგაზრდა ფეხბურთელი ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება შვეიცარიასთან (23 მარტი) და ირლანდიასთან (26 მარტი) მატჩებში.

alt"გენტის" დირექტორი: შესაძლოა, ცუდიც არაა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია - იქნებ დარჩეს ჩვენთან

altიაშვილი ჩაკვეტაძის ტრავმაზე: "გენტთან" კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს...

altვლადიმერ ვაისი: გიორგი ჩაკვეტაძის სიტუაცია ცოტა გაუგებარია

მკითხველის კომენტარები / 10 /
მთელი საქართველო გქომაგობს გიო წარმატებები მალე ტოპ ჩემპიონატში გვეხილე !!!
Abiko
20 მარტი 2019 11:34
3
აბა რააას. გავიწყდება ერთი გარემო ევროპული პრესა წერს ამდენს. მიდი გიო მთელ საქართველოს შენი იმედი გვაქვს
ბათუ
20 მარტი 2019 13:11
4
რა გახდა ამ ბიჭთან ერთი ინტერვიუ, რატომ უნდა ვგებულობდეთ ქომაგიც და ნაკრების მწვრთნელიც კი ყველაფერს უცხოური პრესისგან?!...
მ. ტ.
20 მარტი 2019 12:41
4
Martla aseti magari rom.iyos uke iyidda didi klubi chakvetadzes. Iger krasnodaris martlac rom vunderkindze suleimanovze ar weren amdens. Martlac rom chkvetadze suleimanovtan shedarebit ezos pexburtelia.
Aba ra
20 მარტი 2019 12:14
35
ფეხბურთს აღარასოდეს უყურო ახპერ ჯან ;)
Zaliko Kutaiseli
20 მარტი 2019 13:37
4
რაიო ამან რაიო სულეიმანოვიოო???, ფეხბურთია ეს და არა ყაზახური ფლოვის ჭამა სულეიმანჯან!!!
Hitemup
20 მარტი 2019 14:25
5
ყველა გამოხმაურება
მთავარია ნაკრებში თამაშის სურვილი არ გაუნელდეს
ალეკსანდრე
20 მარტი 2019 16:39
0
ნაკრებისთვის ეს მოთამაშე დაივიწყეთ. იოლ კარიერას აირჩევს. აგერ ჩემი ნათქვამი და აგერ Earth,Wind & Fire.
ALONZO
20 მარტი 2019 15:31
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული